Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ჩემი მეგობრის მტერი… ჩემი მეზობელია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg

 

საქართველოს განთქმული მიღწევები დერეგულაციაში (მსოფლიო ბანკის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს ეძღვნება, ის მე-11 ადგილზეა),  ნაქებ თავისუფალ სავიზო რეჟიმსაც გულისხმობს. თითქმის 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში ერთი წლის მანძილზე ვიზის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ამაში პოლიტიკაც თავის როლს თამაშობს საქართველომ გასულ თვეს რუსეთის მოქალაქეებს, თუ ისინი ჩრდილო-კავკასიის მცხოვრებნი არიან, თავისუფალი სავიზო რეჟიმი შესთავაზა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამას „ერთიანი კავკასიის“ თავისეული ხედვისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, იმ სტაბილური, დაცული, საერთო ბაზრის მქონე კავკასიისკენ, რომელზეც მან 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, თავის სიტყვაში ილაპარაკა.

 

რუსეთს სძაგს საქართველოს ლიდერი და ეს ნაბიჯი, როგორც „პროვოკაცია“ დაგმო. სერგეი ლავროვმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ის როგორც „პროპაგანდა“  არად ჩააგდო.  საქართველოს მეგობრებიც კი სწუხდნენ იმაზე, რომ ეს ნაბიჯი მავნებლობის მომტანი იქნება.  უფრო კონსტრუქციული წინადადება ის იქნებოდა, საქართველოს მის სამეზობლოში მდებარე  ყველა რუსული რეგიონისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შეეთავაზებინა, ვიდრე მხოლოდ პრობლემური ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვის.

 

მაგრამ  ყველა გააოცა სავიზო დიპლომატიის კიდევ ერთმა ეპიზოდმა.  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ, გასულ კვირას ქვეყანაში  ორდღიანი ვიზიტის დროს,  საქართველოსთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ამ ორ ქვეყანას შორის იმ უფრო ფართო თანამშრომლობის მოდელის ნაწილია, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში სტარტი აიღო. ამავე დღეს განახლდა პირდაპირი ფრენები თეირანსა და თბილისს შორის.  მოტაკიმ, ირანელი ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარულ  ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ახალი საკონსულოც გახსნა  და რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ნაცვლად, ხაზი გაუსვა ირანის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  შემდგომი საინვესტიციო ხელშეკრულებები სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე, განხილვის პროცესშია (საქართველომ ირანში ელექტროენერგიის ექსპორტირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო).

 

ამას ძნელად უწოდებ პოზიციების დამთხვევას: საქართველო ღიადაა ორიენტირებული დასავლურ დემოკრატიაზე და საკუთარი თავის პოზიციონირებას  ისე ახდენს, როგორც შეერთებული შტატების უდიდესი მოკავშირისა რეგიონში. მან ახლახანს ალაგმა ჯაშუშთა ჯგუფი, რომელსაც რუსეთის შემაშინებელი ”გრუ”, სამხედრო სადაზვერვო სამსახური მართავდა. ქართველმა ჯაშუშებმა უფრო მეტი დეტალი გაამჟღავნეს იმ ოპერაციისა, რომლის მეშვეობითაც აღკვეთეს (რუსების) მცდელობა კონტრაბანდით გაეტანათ მაღალი გამდიდრების ურანი.

 

ირანი კი რის შეხსენებაც მკითხველებს არ სჭირდებათ, ისლამური ნახევრად-თეოკრატიაა და აშშ-ს თავის უდიდეს მტრად მიიჩნევს. მართლაც 2008 წელს, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა, რადგან მაშინ საქართველომ ირანის მოქალაქე აშშ-ს გადასცა – მას პასუხი უნდა ეგო ირანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევაზე.

 

მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შემდგომმა ცვლილებამ, ურთიერთობათა დაახლოვების ხარისხის თვალსაზრისით, სტიმულები და შესაძლებლობები გააჩინა. 2009 წლის დასაწყისში, ობამას ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ რუსეთთან „ურთიერთობების“ გადატვირთვა და სხვა საკითხების პრიორიტეტებად დალაგება სურს. მათ შორის იყო ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით თანამშრომლობა. ამ პროცესებით შეშინებულმა თბილისმა რეგიონში ახალი მოკავშირეების ძებნა დაიწყო (და მიმდინარე წლის იანვარში თეირანს ექსტრადიციის გამო ბოდიში მოუხადა). ამ დროს  ირანიც საყოველთაო საერთაშორისო გაკიცხვის ფონზე,  მსუბუქ დიპლომატიურ გამარჯვებებს ეძებდა.  ბოლო თვეებში მან სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კავშირების განმტკიცებისკენ იწყო სვლა.

 

ყველგან სადაც ირანი გამოჩნდება, მისი ბირთვული პროგრამაც დღის წესრიგში დგება. საქართველოს ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარიდან არაფერი  ეწინააღმდეგება გაერო-ს სანქციებს  და ეს არც შეერთებულ შტატებს აყენებს შეურაცყოფას, ქვეყანას რომელსაც ისინი კვლავ თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავენ. ზედმეტად ოპტიმისტური ვარაუდია. იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ჩუმად იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, გასულ თვეს აშშ-ს სავაჭრო დარგის მაღალჩინოსანი  თბილისს და ბაქოს ეწვია, რათა ირანთან ვაჭრობის შემცირება ეთხოვა.

 

ქართველი დიპლომატები ალბათ თურქეთს შეჰყურებენ, რომელიც ცდილობს დასავლეთის მეგობარიც იყოს და მისი მტრებისაც. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა  თურქეთისა და ბრაზილიის მაისის წინადადებას  – ეშუამავლათ ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში, მაგრამ ეს დამაბალანსებელი ქმედება ხრიკია. ქართული ოფიციალური ვერსიის თანახმად,  მოტაკისთან შეხვედრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ირანის სამთავრობო  საინფორმაციო სააგენტო Press TV კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერა შესთავაზა“ ირანის ბირთვულ პროგრამაში.

 

ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა ცნობილი არ არის.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...