planetanews Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC04621-150x150.jpgავტომანქანიდან ნარჩენების გადაყრისთვის ავტობუსის მძღოლს არ დააჯარიმებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნაგავი გადაგდებული იქნება ავტობუსიდან, პასუხისმგებლობა გავრცელდება არა მძღოლზე, არამედ ნაგვის გადამგდებზე. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭი არ უყრია. შეგახსენებთ, რომ პროექტით, ავტომანქანიდან ნაგვის გადაგდებისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts