planetanews Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_29001-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, საქართველო ამ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა შსს “ენვერის” მონაწილეების დაჯილდოებისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის იყო არის და იქნება მზად. “თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ყოველთვის ვიქნებით ამისთვის მზად”,- განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა დღეს, “ენვერის” მონაწილეები ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მუდმივი წნეხისა და არაოკუპირებულ ნაწილზე მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში იმყოფება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts