planetanews Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/parlamenti3-150x150.gifუმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველების მოქმედების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმეთვალყურეო ცხოველების მოქმედება უარყოფითად აისახება თვითმმართველი ერთეულის ტურისტულ იმიჯზე. მისი თქმით, შინაური ცხოველების ყოლისა და შენახვის წესების დარღვევა ყოველთვის განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდა და როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უკმაყოფილებას იწვევდა, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ინიციტივის წესით მოამზადა კანონპროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’. ზამბახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ერთეულის და პოლიციის შესაბამისი სამსახურები საკითხის გადასაწყვეტად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, მათი ძალისხმევა არაეფექტურია, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამისთვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით შედის კოდექსში ცვლილებები და დამატებები. კანონპროექტის ავტორები ცდილობენ წარმოდგენილი პროექტით გადაჭრან როგორც ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით და სხვა ტიპის მოძრავი საშუალებებით საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში გადაადგილებისას დადგენილი წესების, ასევე სკუტერით, მოტონავით, ჰიდროციკლით და სხვა ზომამცირე მცურავი საშუალებებით სარგებლობის წესების, ავტომანქანების პარკირების წესების დარღვევის პრობლემები. კომიტეტის წევრებისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი მისაღები აღმოჩნდა, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაალ გამცემლიძის აზრით, კანონპროექტის ავტორებს ადამიანთა უფლებების დაცვის პარალელურად, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ცხოველთა უფლებების დაცვაც. ეს, კერძოდ, ძაღლებს ეხება. საქმე ისაა, რომ ყველა ძაღლისთვის ალიკაპის გაკეთება დაუშვებელია და ამდენად კანონპროექტის ყველა მათგანზე გავრცელება არ შეიძლება. ზამბაიძემ განაცხადებით, წარმოდგენილ შენიშვნებს შეისწავლიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts