planetanews Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 ირაკლი ალასანიას ოპოზიციის რისხვა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ალასანიას იმიტომ, რომ ის ერთ დროს, ადგილობრივ არჩევნებს ვგულისხმობ, მეორე რიგში პირველი იყო. ანუ პირველი იყო ხელისუფლების შემდეგ. ოპოზიცია კი დაუსრულებლად ცდილობს, „გააფუჭოს“ მეორე რიგში მყოფი პირველი. გაზიარება[19:20 31-10-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TM7ahnwp2KI/AAAAAAAAEKQ/NTNsg6_pUaM/s200/85_inga.jpgალასანიას გაფუჭება მარტივად შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს თავად ირაკლიმაც შეუწყო ხელი თუნდაც ზურაბ ნოღაიდელთან გაქცევით და მერე ისევ გამოქცევით. მაშინ მისი მაღალი რეიტინგი უსწრაფესი ტემპით დაეშვა. ნოღაიდელი საფრთხობელად კარგად გამოიყენეს. ოპოზიციამ სწორედ მაშინ მოიგონა ტერმინი: „ყველა მინუს ერთი“, ანუ მინუს ნოღაიდელიო. და ყველას, ვინც მის გვერდით ჩნდებოდა, ამინუსებდნენ, გამონაკლისი არც ირაკლი ალასანია იყო. ნოღაიდელი ოპოზიციისთვის მაშინ ჯერ კიდევ შავი ჭირი გახლდათ. თუმცა მოგვიანებით, როცა დასჭირდათ, თავადვე ამოუდგნენ გვერდით. თუმცა ნოღაიდელამდე ირაკლის იმით „ბრაკავდნენ“, რომ ის ორი დათოს გვერდით იდგა. ირაკლი კი კარგი და რეიტინგულია, მაგრამ უსუფაშვილი-გამყრელიძის გვერდით მდგომი არავის გვჭირდებაო... ასეთი იყო მაშინდელი ოპოზიციური მიდგომა.ეს ნაბიჯები ირაკლის ძვირად დაუჯდა. ვერ გეტყვით, რა ისწავლა მან ამ საფეხურების გავლით, ან თუ გაუგო რამე ქართულ პოლიტიკას, თუმცა ფაქტია, რომ ირაკლის შემდეგ რიგში ქრისტიან-დემოკრატები დგანან. ახლა სრულიად ოპოზიცია, ვითომ და ნამდვილიც, სწორედ გიორგი თარგამაძის „დაჯგუფებას“ ებრძვის. მიზეზი, ალბათ, გასაგებია – მათი რეიტინგი ოპოზიციაში ყველაზე სოლიდურია. ანუ გიორგის უჭირავს ერთ დროს ირაკლის ადგილი – მეორე რიგში პირველი... სპეცტესტირებაც ექსკლუზიურად ქრისტიან-დემოკრატებისთვის იგეგმება.შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატებმა პირველი გამოცდა ჩააბარეს. ყოველ შემთხვევაში, არ ჩაჭრილან. საინტერესოა ისიც, რომ ხაფანგი „ფორუმის“ მიერ იყო დაგებული. ეს ისტორია უკვე კარგად დაზეპირებულ 130 ათას ხელმოწერას უკავშირდება, რომელიც გუბაზ სანიკიძემ და მისმა „ამალამ“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნისთვის შეაგროვა და პარლამენტში სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ხელით შეაგზავნა... სწორედ აქ უნდა გათამაშებულიყო ორმაგი თამაში. თუ პარლამენტი „ფორუმისა“ და კიდევ 7 პარტიის თამაშის წესს აჰყვებოდა, ბუნებრივია, ამ პლუსს „ფორუმი“ თავად მიიწერდა: აი, რა მაგრები ვართო... ქრისტიან-დემოკრატებს არავინ ახსენებდა, პარლამენტს რომ ეს წინადადება არ „დაებრაკა“. ახლა „ფორუმს“ ასეთი პოზიცია უჭირავს: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გარეთ, დანარჩენი ქრისტიან-დემოკრატებს უნდა ემარჯვათ, მაგრამ... მოკლედ, მარცხი თარგამაძის გუნდს „შეაწმინდეს“...მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაფრის გაკეთება არ სცადეს შიგნით, ანუ პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების დატოვებას აქტიურად ცდილობდნენ. „ფორუმის“ ინიციატივის გამო ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ბიუროზე დაუპირისპირდა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა.ჰა, დასცა ბეჭებზე? ასეთი სიტყვებით დასრულდა პარლამენტში გოგორიშვილი-ვეფხვაძის დაპირისპირება. ოღონდ დოკუმენტი რომ უამრავი ხარვეზით იყო შედგენილი, ამას თურმე შემდგენელიც, შემტანიც და პასუხისმგებელი პირიც (ლევან ვეფხვაძე) თავიდანვე აღიარებდნენ, ოღონდ კულუარებში. ხუმრობდნენ კიდეც, ეს საკითხი რომ არ გავა, ჩვენც ვიცითო... თუმცა საბოლოო უარის თქმისას ოპოზიციამ კულტურული ხმაური მაინც ატეხა, თანაც პირდაპირ ბიუროზე.ლევან ვეფხვაძე:– ძალიან კრიტიკული იყავით. მაშინ გვითხარით, როცა თვითმმართველობამ უარი განაცხადა ხელმოწერებზე, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით?ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა სცადა, დამნაშავის სტატუსი საკრებულოსთვის მიეკრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთადერთი, რაც მის მცდელობას მოჰყვა, ეს ხათუნა გოგორიშვილის ვრცელი „სემინარი“ იყო. გოგორიშვილს არ დაეზარა და დეტალურად ახსნა, რას დააშავებდა საკრებულო ხელმოწერების დამტკიცებით, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში და რა წერია ნოტარიუსის კანონის 38-ე მუხლში...ხათუნა გოგორიშვილი:– საკრებულოს ხელმოწერები რომ დაედასტურებინა, ის თავის უფლებამოსილებას გადააჭარბებდა. სხათა შორის, როცა ამ საკითხის ინიცირება მოხდა, თქვენ (ლევან ვეფხვაძეს მიმართავს) იყავით პირველი, ვინც თქვით, რომ ეს ხელმოწერები დარღვევით იყო შემოსული. გარდა ამისა, იგივე ინიციატივა, ოღონდ უკვე ქრისტიან-დემოკრატების მიერ, ზუსტად ორი კვირის წინ იყო შემოტანილი. მათ ასეთ საქციელს უფრო სხვა ეპითეტი შეეფერება... ისე, არ მესმის, რატომ არ დაელოდეთ ჯერ ჩვენი კომიტეტის დასკვნას და რატომ მერე არ დაარეგისტრირეთ იგივე ინიციატივა...ლევან ვეფხვაძე:– ჩვენ საინიციატივო ჯგუფმა მოგვართა და არაფერი არ მოგვიპარავს. ისე, რატომ აღშფოთდით, ქალბატონო ხათუნა?– თქვენ, ეტყობა, ჩემი აღშფოთება არ გინახავთ...ლექცია გიგი წერეთლის სიტყვებით დასრულდა:– გატყობთ, მოგწყინდათ ლექციის მოსმენა და ამიტომ მინდა გახაროთ, რომ შემდეგ სხდომაზე თქვენ აღარ მოგიწევთ ამ ლექციის მეორე კურსის მოსმენა. გილოცავთ...ისე, ლევანს სულაც არ ეტყობოდა, რომ მაინცდამაინც გული დასწყდა უარის მიღებაზე. ამასაც აქვს თავისი ახსნა და თანაც ლოგიკური. საკითხი სხდომაზეც რომ მოხვედრილიყო, მას წარმატების შანსი მაინც არ ჰქონდა. ეს ორივე მხარემ ძალიან კარგად იცოდა. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატებს არანაირად არ სურდათ წინასწარვე წამგებიან თამაშში ჩაბმა. მაგრამ თავის დროზევე უარიც ვერ უთხრეს „ფორუმს“, ამით ისინი ავტომატურად მოხვდებოდნენ ოპოზიციის მიერ გაყოფილი ოთახის იმ ნაწილში, სადაც „ვითომოპოზიციისთვის“ განკუთვნილი ადგილია....ptpress.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts