Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]


Recommended Posts

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა, რასაც სასწავლო პროცესის პარალიზება მოჰყვა.

 

გაზიარება

[ნანა ფაჟავა. 12:42 03-11-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNEgcQGugPI/AAAAAAAAEKg/2KSOct_9YkA/s200/skola.gifაქციის მონაწილეთა უკმაყოფილება პოლიციელებისა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენელთა გამოჩენამაც გამოიწვია, რომლებიც მათ აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგის დაკავების მიზეზებზე ახსნა-განმარტებებს დირექციისგან, რესურსცენტრისა და პოლიციისგან ერთნაირად მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც ბავშვები აცხადებდნენ, შესაბამისი კითხვები ვეღარ მიიღეს.

მოსწავლეები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათ გაცდენილი გაკვეთილების გამო ჯარიმით, ან გარიცხვით ემუქრებოდა. რესურსცენტრის იურისტის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე მშობლებიც საუბრობდნენ, თუმცა აქციაზე მისული დავით ჭანტურია და რესურსცენტრის უფროსის მოადგილე მამუკა ბულია, კომენტარზე უარს აცხადებდნენ და ჟურნალისტებს “არასაჭირო დროს გამოჩენაში” ადანაშაულებდნენ.

ტყაიას საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ბობოხია კი სკოლაში მიმდინარე საპროტესტო აქციას “ჟურნალისტებისთვის გამართულ ჩვენებად” აფასებს და “საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეკრების აკრძალვაზე” საუბრობს.

აქციის მონაწილეები “პრესა.გე”-ს მიტროფანე მიქავას უდანაშაულობაში არწმუნებდნენ და მის დაკავებას დაგეგმილ პროვოკაციად აფასებდნენ. მშობლების განცხადებით, ისტორიის მასწავლებელს, რომელიც 2007 წლამდე სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სამართალდამცავი სტრუქტურები სკოლაში დამონტაჟებული გამათბობელი სისტემის, ე.წ. “რადიატორების” დემონტაჟში, მის გაყიდვასა და მიღებული თანხის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.

იმ პერიოდში მშობელთა კომიტეტში გაერთიანებული ადამიანები მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წაყენებულ ასეთ ბრალდებას “შეთითხნილად” მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დირექტორმა “რადიატორები” მოსწავლეებისა და მშობლების დახმარებით ჩამოხსნა, ხოლო მიღებული თანხა სკოლის კეთილმოწყობას მოხმარდა.

მიტროფანე მიქავას დაკავების დეტალებზე “პრესა.გე” მის ადვოკატს, გივი ძაძამიასაც ესაუბრა. “მასწავლებელი 21 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დარბაზიდან აიყვანეს. მას ბრალი სსსკ-ს 182-ე მუხლით, “სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე” წაუყენეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბატონი მიტროფანე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად არც დანაშაულს აღიარებს.

ამ საქმეზე გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. საქმეში სპეციალური აქტიც დევს, სადაც სწორედ “რადიატორების” დემონტაჟისა და მისი გაყიდვით მიღებული თანხის გახარჯვის ანგარიშია აღნიშნული. ამ დოკუმენტს დირექტორთან ერთად ხელს აწერენ სხვა პედაგოგებიც. სამწუხაროდ, პირველ ინსტანციაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უახლოეს დღეებში სააპელაციო საჩივარი გადაიგზავნება და იმედი მაქვს, რომ მასწავლებლის უდანაშაულობა დამტკიცდება”,-აცხადებს ადვოკატი.

ის, რომ მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება პროვოცირებულია, ეჭვი არ ეპარება ზუგდიდში გამომავალი ჟურნალის, “ღია ბოქლომის” ჟურნალისტს, ილია ჩაჩიბაიას. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალის ფურცლებზე განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრისა და ტყაიას სკოლის ადმინისტრაციის მაკომპრომატირებელი მიქავას წერილი დაიბეჭდა, დევნა არა მარტო მასწავლებლის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ განხორციელდა, რომელიც საჯარო დაწესებულებებიდან მათი გათავისუფლებით დასრულდა.

ჩაჩიბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიასა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, აზა ჯოჯუას კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს იმ წერილიდან, რომელიც მიტროფანე მიქავამ დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე “ღია ბოქლომის” რედაქციაში მიიტანა:

“2007 წლის 3 ივლისს, რესურსცენტრის უფროსის, აზა ჯოჯუას უსაფუძვლო მოტივების საფუძველზე სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჯოჯუა ამასაც არ დასჯერდა და 4 ივლისს “რუსთავი2”-სა და “მზის” ეთერით დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მე სკოლის დაწვით ვიმუქრებოდი.

ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რათა დაეშინებინათ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები. ზეწოლის შედეგად, 6 ივლისს, სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია სკოლაში ყველაზე დაბალი დონის მასწავლებელი ხათუნა ბობოხია, რომელიც დირექტორთა შესარჩევ კონკურსში ხელოვნურად, კანონდარღვევით გაიყვანეს.

არადა, ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების კანონის (მ.41.პ.4) თანახმად, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნდა დანიშნულიყო სასწავლო ნაწილის გამგე ფატიმა ჩხეტია. სამწუხაროდ, მისი დანიშვნა სკოლის დირექტორად არ შედიოდა ჯოჯუას ინტერესებში...

2008 წლის 5 მარტს სკოლაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 5 კომპიუტერი გაიტაცეს. დაყაჩაღება საეჭვო ვითარებაში მოხდა. ხოხობიას მითითებით დარაჯები ღამის საათებში აღებდნენ კომპიუტერის კაბინეტს და იქ, ღია კარებში იძინებდნენ... პოლიციამ ამ ფაქტის გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ლ. უზარაშვილი დააკავა.

2008 წლის 1 ივნისს განცხადებით მივმართე შს მინისტრს, გენპროკურორსა, განათლების მინისტრს და ავღნიშნე, რომ კომპიუტერების გატაცება მოხდა რძალ-დედამთილის, ბობოხიასა და სამუშიას-დირექტორისა და პედაგოგის ხელშეწყობით, რომლებსაც აზა ჯოჯუა მფარველობს.

ამის მტკიცების საფუძველს კი ის ფაქტები მაძლევს, რაც ამ პროცესებს წინ უძღოდა. 2007 წლის 9 იანვარს, მე, როგორც დირექტორს, მე-10 კლასის მოსწავლეებმა განცხადებით მომმართეს, სადაც ისინი მათემატიკის მასწავლებლის, ქ. სამუშიას სხვა პედაგოგით შეცვლას მთხოვდნენ, რადგან მან “ბავშვებს სკოლაში სიარული შეაძულა”. ეს ფაქტი გახდა საბაბი სამუშიასთვის, რათა მას მოსწავლეების მიმართ დევნა დაეწყო. სამუშიამ ყველა იმ ბავშვის ოჯახი ააწიოკა, რომელიც ხელს აწერდა ამ განცხადებას... ვფიქრობ, რომ შეთქმულების მონაწილეები გეგმავდნენ ყაჩაღობის ფაქტთან ჩემი კავშირი რამენაირად შეეთითხნათ...

2009 წლის 16 ივნისს განათლების სამინისტროში გავაგზავნე წერილი და რამდენიმე მოთხოვნა დავაყენე, მათ შორის დირექტორის თანამდებობაზე კანონდარღვევით დანიშნული ბობოხიას გათავისუფლება და მისი და სამუშიას ხელშეწყობით გატაცებული კომპიუტერების სკოლაში დაბრუნება.

ამ უწყებიდან მიღებულ პასუხში შემახსენეს ის, თუ როგორ დაინიშნა დირექტორად ბობოხია და არაფერი იყო ნათქვამი მის კანონიერებაზე. კომპიუტერებთან დაკავშირებით კი მიმითითეს, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმემართა. ერთ-ერთი ასეთი უწყებიდან პასუხი უკვე მივიღე, სადაც საუბარია ფინანსური პოლიციაში ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც “რადიატორების” ჯართად ჩაბარებას უკავშირდებოდა. ამით შეეცადნენ ჩემს გაჩუმებას, მაგრამ არ გამოუვათ.

კატეგორიულად მოვითხოვ, ჯოჯუამ, ბობოხიამ და სამუშიამ დააბრუნონ კომპიუტერები სკოლაში. თუ ვინმეს ცილისწამებად მიაჩნია ჩემი განცხადებები, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. მე კი მზად ვარ სიმართლე ყველგან დავამტკიცო...”

მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს “პრესა.გე” თვალს მომავალშიც მიადევნებს.

presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-4239289746152582007?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...