Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონს გუნდის წარმატების სჯერა


Recommended Posts

http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=5d484a5e-bf28-47ff-9316-0434f4211917.jpg&size=350“დაცვაში თამაშის გამოსწორებით, ბედნიერი ვარ”

 

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა “ბოლტონთან” მე-10 ტურში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრისას, დაცვაში გამართულ თამაშს გაუსვა ხაზი.

“ჩვენ საკმაოდ კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მათ რეალიზებას ვერ ვახერხებდით. მიუხედავად ამისა, შეტევაში თამაში გავაძლიერეთ და მეტოქე მაინც დავამარცხეთ. ეს იყო დამსახურებული გოლი, რომელიც ფერნანდო ტორესის შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა. ვფიქრობ, ჩვენი დაცვაც შესანიშნავად გამოიყურებოდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მატჩში. ჩვენ საკმაოდ ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშეთ, ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია. კმაყოფილი ვარ ამ გამარჯვებით. ბევრი მეუბნებოდა, რომ გასვლაზე თამაში და მოგება არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ბოლო სამ მატჩში კარგი შედეგი ვაჩვენეთ, რამაც მდგომარეობა გამოგვისწორა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს დაცვაში გამართულ თამაშს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ჰოჯსონის ეს კომენტარი “ლივერპულის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

“ლივერპული” პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, “ბოლტონთან” გამარჯვებით კი, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორა და 10 ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-12 ადგილზეა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...