Jump to content
Planeta.Ge

7 ნოემბრის უნიკალური შეფასებები


Recommended Posts

გუშინდელი გამოსვლა სააკაშვილის მარგალიტებით დახუნძლული აღმოჩნდა .

ერთერთი

სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ 7 ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევისას და ტელეკომპანია "იმედის" დახურვისას ხელისუფლების "ყველა მოქმედება იყო სწორი", თუმცა "რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს".

 

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსა და მასში აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის როლზე კახა ბენდუქიძის "თავისუფალ უნივერსიტეტში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 

"რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ერთ-ერთ წლისთავზე ძალიან ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოეწყო რევოლუცია, კონტრრევოლუცია, უფრო სწორად,"- განაცხადა სააკაშვილმა, "მან დაამუშავა საზოგადოებრივი აზრი მრავალი თვის განმავლობაში... მინსკში შეხვდა და ეს ვიცით დანამდვილებით, ორ ეფ-ეს-ბეს გენერალს, 2007 წლის სექტემბერში დაითქვა თარიღი როდის უნდა გაკეთებულიყო ეს, გადაუხადეს თავის გაზეთში "კომერსანტში" ორჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე ის ღირდა ერთადერთი პირობით - "მიგაქვს ეს ფული და იხარჯება ის საქართველოში გადატრიალების მოწყობაზე"".

 

თუმცა, მისი თქმით, საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, რადგან მთავრობამ გამოიჩინა სიმტკიცე, მისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა „იმოქმედეს ძალიან ეფექტურად და ჩვენ ხალხს ეყო სიბრძნე".

 

"საქართველო არ ჩაითვლებოდა დემოკრატიად ჩვენ რომ ეს მიტინგები დაგვერბია, დაგვეშალა და შემდეგ გვეთქვა, რომ "ახლა ყველამ პირში ყველაფერს ლაგამი უნდა ამოვდოთ, ტელევიზიები დახურულია სამუდამოდ - და იცით, რომ რამოდენიმე დღით დაიხურა მხოლოდ "იმედი" - არავინ ხმას აღარ ამოგაღებინებთ, არჩევნები აღარ იქნება და აწი მე ვმართავ იმიტომ, რომ თქვენ აღარ გენდობით, თქვენ ზედმეტად ურჩი ხალხი ხართ". შეიძლება ვიღაცას ასეთი რეაქცია ჰქონოდა,"- განაცხადა სააკაშვილმა.

 

"დემოკრატიის ტესტი იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ დავშალეთ ეს მიტინგი, დავხურეთ ამ სახელმწიფო დამნაშავის მიერ მართული ტელევიზია, არ მივეცით საშუალება სახელმწიფო გადატრიალების გაკეთების, რაც დეტალურად აღწერა თვითონ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მიცა ერეკლე კოდუას, ამის შემდეგ, მე, ყველაფერ ამის მოთავე, გადავდექი და მივეცი ჩვენ ხალხს საშუალება ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში".

 

"აი ეს არის დემოკრატიის ტესტი, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს,"- განაგრძო მან, "და დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება იყო სწორი - რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს - ყველა მოქმედება იყო სწორი იმიტომ, რომ საუბარი იყო - მე ვერ წარმომიდგენია პატარკაციშვილი, რომელიც მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, მერე როგორ დაუშვებდა აზრის პლურალიზმს".

 

მისი თქმით, დღეს საქართველოში არის დემოკრატია და პლურალიზმი, "მინიმუმ, აზრის გამოთქმის".

 

"დააკვირდით, ყველაზე მეტად ვინც ყვირის დღეს, რომ დემოკრატია ჭირდებათ, ყველაზე მეტად ის ილანძღება უშვერი სიტყვებით და ყველაზე მეტად ის არის მოუთმენელი სხვა ადამიანის აზრის მიმართ... რომელ არხებზე მიდის პროპაგანდა, რომ "ეს არ არის ქართველი, ეს სხვა ეროვნების წარმომადგენელია"... სიძულვილით დემოკრატია არ იქმნება და ახალი ქვეყანა არ შენდება. და სიძულვილის შეკავება, მათ შორის არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა,"- აღნიშნა სააკაშვილმა.

http://www.media.ge/ka/node/39259

 

ტყუილი # 1 - 7 ნოემბერს რაიმე განსაკუთრებული მიტინგი არ იგეგმებოდა . გადახედეთ ქრონიკას . მიტინგი კრახს უახლოვდებოდა .

ტყუილი #2-0 დემოკრატია შეუთავსებელია შიზოფრენიასთან. 7 ნოემბრის დარბევის ინიციატორი იყო საქართველოს პრეზიდენტი ,რადგანაც მას სურდა ძალის პირდაპირი დემონსტრაცია და ამისათვის მას აუცილებლად მოეთხოვება.

ტყუილი #3 - დარბევა იყო სამარცხვინო , ხოლო "ბადრის რა დედის ######" -ით სიამაყე უკვე კლინიკური შემთხვევაა.

ტყული #4 #5 #6 შორს წაგვიყვანს - დასკვნა ერთია - საქართველოს ყავს სამარცხვინო, მატყუარა ,არაადეკვატური პრეზიდენტი .არცა კირჩხიბი მართლად ვალს. :no:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

სწორი შეფასებები გაქვს. ადეკვატური და ნორმალური.

 

P.S. კიდევ კარგი მე არ ვუსმინე, თორემ ამის მოსმენაზე: საქართველო არ ჩაითვლებოდა დემოკრატიად ჩვენ რომ ეს მიტინგები დაგვერბია, დაგვეშალა ბრაზით ინფარქტი დამარტყავდა, ამისაზე კი: "ახლა ყველამ პირში ყველაფერს ლაგამი უნდა ამოვდოთ, ტელევიზიები დახურულია სამუდამოდ - და იცით, რომ რამოდენიმე დღით დაიხურა მხოლოდ "იმედი" - არავინ ხმას აღარ ამოგაღებინებთ, არჩევნები აღარ იქნება და აწი მე ვმართავ იმიტომ, რომ თქვენ აღარ გენდობით, თქვენ ზედმეტად ურჩი ხალხი ხართ". შეიძლება ვიღაცას ასეთი რეაქცია ჰქონოდა," ისტერიული სიმწრის ხარხარი დამახრჩობდა, თან მადლობთ თქვენო გულმოწყალებავ, რა კეთილშობილი ბრძანდებით თქო დავაყოლებდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტისეული აუტოტრენინგია.

არავითარ გიგის , ვანოს და ნიკიფორეს ეს ყველაფერი არ დაუგეგმია, ეს იყო სააკაშვილის პირადი ბრძანება. ამაში ეჭვი აღარავის აღარ უნდა ეპარებოდეს .

ვინც ფიქრობს, რომ ათი ათასობით ადამიანის დარბევა სწორი ნაბიჯი იყო, დასაცინია :))

ჰო უყურეთ არველაძის იმედს , მოდელირებულ ქრონიკას და დატკბით დემოკრატიის ხარისხით , ფეისბუქზე კი დაალაიქეთ რამდენიმე სნობის ჩანაწერები :yes:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

###ა რა.

და მაგის მომხრეც ###ა...

სხვანაირად არ გამოდის.

ცრუპენტელა ტუტუცები მედროშე.

საინტერესოც კი აღარ არის ამ კვერცხუნას პასაჟების მოსმენა და კითხვა.

სანამ არ იცოდი რა კრეტინობას იტყოდა, მანამდე ასწორებდა კიდევ.

ეხლა უკვე წინასწარ იცი რას იტყვის რომ გამოვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საინტერესოც კი აღარ არის ამ კვერცხუნას პასაჟების მოსმენა და კითხვა.

სანამ არ იცოდი რა კრეტინობას იტყოდა, მანამდე ასწორებდა კიდევ.

ეხლა უკვე წინასწარ იცი რას იტყვის რომ გამოვა...

+1

 

რატო იწვევს ჯინეტშI მიშას სიტყვბი აჟიოტაჟს? რო დავიკიდოთ ვერა?

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველმა შოკმა გამიარა ( უტიფრობა სტუპორში მაგდებს) და ეხლა ვფიქრობდი

ნუთუ ამ სტუდენტებს არც ერთს პროტესტი არ გასჩენია ამ უსინდისო ტყუილების მოსმენისას?

ნუთუ არც ერთს არ გასჩენია კითხვა - თუ გაზეთი "კომერსანტი" გრუს გენერლებს ეკუთვნის და ეს იციან ჩვენმა მთავრებმა - რატომ აძლევენ რეგულარულად ამ გაზეთს ინტერვიუებს მიშაც და რაც მთავარია ბატონი შსს-მინისტრი?

 

ერთი რომელიმე ფუნქციონერს გაებედა ესეთი სიტყვით გამოსულიყო რომელიმე უმაღლესში ჩემ დროს - კაი დღე დაადგებოდა, მაგრამ ესენი ( დღევანდელი სტუდენტები) ან სრულიად უტვინოები ან კომფორმისტები და ნაციკებივით უტიფრები არიან, გაურბიან რეალობას და ატყუებინებენ ტავს

აი, არ ვიცი რა!

ჩვენი საშველი არაა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტისეული აუტოტრენინგია.

არავითარ გიგის , ვანოს და ნიკიფორეს ეს ყველაფერი არ დაუგეგმია, ეს იყო სააკაშვილის პირადი ბრძანება. ამაში ეჭვი აღარავის აღარ უნდა ეპარებოდეს .

ვინც ფიქრობს, რომ ათი ათასობით ადამიანის დარბევა სწორი ნაბიჯი იყო, დასაცინია :))

ჰო უყურეთ არველაძის იმედს , მოდელირებულ ქრონიკას და დატკბით დემოკრატიის ხარისხით , ფეისბუქზე კი დაალაიქეთ რამდენიმე სნობის ჩანაწერები :yes:

ისე ოდნავ შორს რომ წავიდეთ და დღევანდელობასთან პარალელეი გავავლოთ?

 

სააკაშვილი აშშ უმისოდ ვერ გადაწყვეტდა ამ 7 ნოემბრის დარბევას და ვერც ტელევიზიის დახურვას. მე მგონი მის მარიონეტიზმში ეჭვი არ გეპარებათ.

 

ე.ი. წყობა რომელიც დღეს საქართველოსია აშშ აწყობს. ნუ მინიმუმ მიშას კრიტიკა არ ისმის ამათგან ხო? :)

 

ალასანია ვის მარიონეტობას აპირებს?

აშშ

გავაგრძელო ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი აშშ უმისოდ ვერ გადაწყვეტდა ამ 7 ნოემბრის დარბევას და ვერც ტელევიზიის დახურვას.

რა თქმა უნდა გადაწყვეტდა. აშშ პრაქტიკულად არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. კიდეც ეტყობა ეს ქვეყანას :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

უნივერსიტეტში ეგეთ შეხვედრებზე რომელი სტუდენტი დაესწროს მთლიანად სტუდენტური თვითმმართველობა წყვეტს, რომელიც 100%-ით ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისგან იმართება აგერ უკვე 7 წელია.

ასე, რომ ქალბატონო ნანა ხმის ამომღებს მანდ არც შეუშვებდნენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

უნივერსიტეტში ეგეთ შეხვედრებზე რომელი სტუდენტი დაესწროს მთლიანად სტუდენტური თვითმმართველობა წყვეტს

კიდე უარესი, რატომ ათელინებენ ტავს, არ მესმის :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ალბათ იმიტომ ნანა, რომ მათი მამები ათელინებენ თავს იმათ მამებს. შვილი მაგალითზე იზრდება. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...