Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიჭერენ (ძველ ამბავს ვყვები, არ შეგეშინდეთ) შემბოჭეს უკვე კუდელებმა. ხელები გაკავებული მაქვს. თან ზუსტად იმ ტიპებმა გამაკავეს სანდრო გვირგვლიანი რომ მოკლეს 6 თვის შემდეგ. ძალიან შეშინებული ვარ, დაბნეული ვიყურები აქეთ–იქით. ამ აურზაურში მაინც ვამჩნევ დონაძეს რომელიც მითითებებს აძლევს ჟურნალისტებს საიდან და რა უნდა გადაიღონ. მახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ მას სტატიაში "დოქსოფულო" ვუწოდე. სახეზე ყველაზე ცინიკური ღიმილის გამოსახვას ვცდილობ და ვესალმები – "გამარჯობა გურამ" ისიც მიღიმის, ნაზად მპასუხობს "გამარჯობა შალვაო" და აგრძელებს თავის საქმეს.

 

არა, დონაძეს არ დავუჭერივარ. ახლაც არა მაქვს განსაკუთრებული პირადი ანტიპატია ამ ტიპისადმი. რაღაცნაირად მევასება კიდეც. ამ ახლაციხელმა ყმაწვილმა მოახერხა და საკუტარი სახელის დემონიზაციაც შეძლო. დონაძე უკვე სავაჭრო ნიშანია ტელენაკეთობების ბაზარზე. გურამი ჩალიჩობს იმას რაც იცის – აკეთებს ვანოს პიარს. ხანდახან უქექავს საცვლებს ოპოზიციას. მართალია მისი რეალ ტივი არის ტენდენციური, მიკერძოებული, უნიჭო და ეს ყველაფერი ცხადია და უდაო, მაგრამ ამაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი. უბრალოდ ერთ ტენდენციაზე მინდა გესაუბროთ.

 

ხელისუფლებას ჰყავს ნაციონალური მაუწყებლები. როცა მიშას სიტუაცია ეძაბება, ეს ტელევიზიები შეთანხმებულ პიარ ბრძოლას უმართავენ "მტერს" – ძირითადად ოპოზიციას. მაგრამ ამ ბრძოლაში დიდი ტელევიზიები არ გადადიან რაღაც გარკვეულ ეთიკურ ზღვარს. ალბათ მათ მიმართ დიდია დასვლეთის ყურადღება, ან იქნებ იქ ცოტა ნამუსიანი ჟურნალისტები მუშაობენ. არ ვიცი, ამ საკითხის გარკვევა არაა ჩემი ამოცანა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება ისეთი, თუნდაც არა რეიტინგული, პატარა ტელევიზიუკა საიდანაც გაავრცელებს ჭორებს, მოაწყობს ვიდეო–პროვოკაციებს და მისთ. გათვლა არის სწორი და ზუსტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ცხადია ვისია "რეალ ტივი", მისი შხამის ერთი წვეთი მაინც ფექტურად მოქმედებს. აგერ ვიღაც ტიპებს აჩერებენ ქუჩაში და ეკითხებიან ღორს რომელი პოლიტიკოსი გაგონებსო. ასეთი რესპოდენტი უამრავია ხუთასია მილონი პასუხი შეიძლება მიიღო. მერე მონტაჟი და მისი ჯანი და აჰა, გამოცხვა აზრი იმის თაობაზე, რომ ღორს ჰგავს ვინმე კონკრეტული ოპოზიციონერი. შემდეგ ეს საოცარი "სოციოლოგიური" გამოკითხვა მთავრდება და იწყება მულტფილმი, რომელშიც მიშა სააკაშვილი ლომია, გიგი უგულავა – ფუტკარი, ოპოზიცონერები კი – აფთრები, ვირები და კურდღლები, მაგრამ ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ამ "ნახელავში" უბრალო ხალხი ჭიანჭველებად ჰყავთ გამოყვანილი. ცხადია ასეთი უხეში ბალაგანური პროპაგანდა ტენდენციურია, ყველა ხვდება რომ ტელედივერსიებთანა აქვს საქმე, მაგრამ საქმე მაინც კეთდება, ინფორმაციული ბაცილა გამოფრინდა და ვირუსიც ვრცელდება. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. ეს ბაცილის გამავრცელებელი აგრეგატი საჭირო მხოლოდ მაშინაა, როცა კონკრეტული სამიზნე გყავს. როცა რაღაც ხდება პოლიტიკურ სივრცეში. ხოლო თუ იქ სრული შტილია "რეალ ტივი", დონაძე და მისი გუნდი უსარგებლო რამ გახლავთ. შესაბამისად, როცა პოლიტიკური პროცესი მიკნავლებულია, რეალ ტივი იძლებულია სალაღობო გადაცემები აკეთოს ნადირობაზე ან მისთანა ნეიტრალურ თემებზე. შეიძლება ითქვას, რომ თუ ხსენებული შტილი გაგრძელდა რეალ ტივის არსებობა გაუმართლებელი გახდება? შეიძლება ითქვას, რომ თუ მაესტრო ასეთივე ურეიტინგო იქნება როგორც ახლაა რეალ–ტივის აღარ მისცემენ ფულს? ალბათ ასეა. "რეალ ტივი" ხო "მაესტროს" საპირწონედ შექმნეს. ამ არხით ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება "ოპო" ტელევიზიებისადმი. გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ზუსტად ისე აღიქვავს "კავკასიასა" და "მაესტროს" როგორიც "რეალ–ტივი" გახლავთ. დონაძის კანტორა ხსენებული ტელეკომპანიებისათვის დაბრუნებული ხურდაა. ამიტომ ბუნებრივია როცა არ გირტყავენ ხურდასაც ვერავის ვერ უბრუნებ. ამიტომ მალე შიძლება მომსწრენი გავხდეთ სამთავრობო ტელევიზიების მასობრივი სეკვესტრირებისა (მათზე ხომ დიდი ფული იხარჯება). "მზეს" ესეთი რამ დამართეს უკვე. იმედი ვიქონიოთ, რომ დონაძეც არ დარჩება უმუშევარი. მისი ნიჭი ყოველთვის იქნება ამათთვის საჭირო

 



ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მიტომ მალე შიძლება მომსწრენი გავხდეთ სამთავრობო ტელევიზიების მასობრივი სეკვესტრირებისა (მათზე ხომ დიდი ფული იხარჯება)

არაა რამიშვილი საქმის კურსში... შემცირებები ხდება უკვე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...