Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი კომბლების მოყვარული


Recommended Posts

"არავითარი ფარული თუ ღია მოლაპარაკეები ქვეყნის დამაქცევარ სააკაშვილთან. რა დროს დიალოგი და საარჩევნო სისტემის გამჯობესებაზე ზრუნვაა. ვერ გავიგე ამ ოპოზიციის, მიშას მტრად მოიხსენიებენ და მზად არიან მისი მმართველობა მოითმინონ. კაცო, როგორ უნდა გააუმჯობესონ ეს ოხერი საარჩევნო სისტემა, რაგინდ გადასარევიც უნდა გახადონ კაონი, გაიგეთ, რომ ესენი მაინც გააყალბებენ და მოიგებენ. ამათთვის კანონი და სისტემა არ არსებობს, კანონებს ჩვენთვის ქმნიან, რომ ხმა ვერ ამოვიღოთ და ვუყუროთ, როგორ ანგრევს ეს ნიფხვისამარა დარჩენილი კაცი მამულს!" - აცხადებს მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში,

 

http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/150160-08112010.html

 

პ.ს რაღაც მომრავლდა კომბლით მორბენალთა ასოციაციის წევრები... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

DonCaredo

და რა, გგონია რომ არ ესმით? აი, როგორც იტყვიან, "ღლეზეც ბანტიო". იციან რო ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, და ყვირილით კიდე, ყვარყვარეში ხომ გაქვს ნანახი, ციხიდან რომ ყვირიან, ყვარყვარეო, და ეს პატეფონს რო

ტაშიი

ოხ მიშა მე შენი... ეხლა გავედი დუბაიში და ვიკითხე ერთი ორგან წყალტუბო და დამაფინგალეს... წყალტუბო არა ცელიო.   ---------------   ხო კიდე ჩხოროწყუ სცოდნიათ, დღეს ერთი არაბი მღეროდა ტელევიზორში:   "შენ

Saturn

მშვენიერია. ეს გუბაზისტები რო იხტიბარს არ იტეხენ და დაზუთხულივით "დავამხობთ, მოვსპობთ, ჩამოვაგდებთ" იძახიან მაგარია. რისი #######ი აქვთ ამ მუჭანახევარებს ნეტა? :018: უკვე საკითხავიც აღარ არის რომ ხა

Posted Images

რაღაც მომრავლდა კომბლით მორბენალთა ასოციაციის წევრები

უფრო კომბლით სირბილზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მომრავლდა. თვარა თუ დაიწყებენ სირბილს რეალურად კი იციან სადაც გაუკეთებენ იმ კომბალს და არ რისკავს არავინ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sаturn

უფრო კომბლით სირბილზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მომრავლდა. თვარა თუ დაიწყებენ სირბილს რეალურად კი იციან სადაც გაუკეთებენ იმ კომბალს და არ რისკავს არავინ

არ დაგავიწყდეს, პირველი არის სიტყვა

 

და მერე გამბედავიც გამოჩნდება

 

და ან გაუკეთებენ და ან ვერა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო კომბლით სირბილზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მომრავლდა. თვარა თუ დაიწყებენ სირბილს რეალურად კი იციან სადაც გაუკეთებენ იმ კომბალს და არ რისკავს არავინ :givi:

არ გავრისკავდი, მე რომ მთავრობის წარმომადგენელი ვიყო...

 

პს. რადგანაც 7 ნოემბერი გუშინ იყო, გაგახსენებთ, რომ 1917 წლის რევოლუცია, ყველაზე უფრო ლენინს გაუკვირდა :) რატომ? იმიტომ რომ, ისიც მასე ფიქრობდა, მაგრამ ხალხმა რომ დაიწყო, რაც მოხდა, კი მოგეხსენება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

1917 წლის რევოლუცია, ყველაზე უფრო ლენინს გაუკვირდა :) რატომ? იმიტომ რომ, ისიც მასე ფიქრობდა, მაგრამ ხალხმა რომ დაიწყო, რაც მოხდა, კი მოგეხსენება :)

არ იყო მასე. ეგ ლეგენდებია. 1917 წლის რევოლუცია დააფინანსეს გერმანელებმა, რათა რუსეთში არეულობების დაწყების შედეგად რუსეთი გამოთიშულიყო პირველ მსოფლიო ომს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

არ იყო მასე. ეგ ლეგენდებია. 1917 წლის რევოლუცია დააფინანსეს გერმანელებმა, რათა რუსეთში არეულობების დაწყების შედეგად რუსეთი გამოთიშულიყო პირველ მსოფლიო ომს.

:)

 

ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეგაა ლეგენდა...

 

მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო... ყველაზე უპასუხისმგებლო ძალას ჩაუვარდებოდა ხელისუფლება ხელში, და ჩაუვარდა კიდეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

პს. რადგანაც 7 ნოემბერი გუშინ იყო, გაგახსენებთ, რომ 1917 წლის რევოლუცია, ყველაზე უფრო ლენინს გაუკვირდა რატომ? იმიტომ რომ, ისიც მასე ფიქრობდა, მაგრამ ხალხმა რომ დაიწყო, რაც მოხდა, კი მოგეხსენება

ყირგიზეთი გაიხსენე...რად გინდა შორს წასვლა...

 

რაც შეეხება დაფინანსებას... რატომ გამორიცხავთ რომ რუსეთი ან სხვა ძალა არ დააფინანსებს? ჭკუა დაუშლით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

ყირგიზეთი გაიხსენე...რად გინდა შორს წასვლა...

 

რაც შეეხება დაფინანსებას... რატომ გამორიცხავთ რომ რუსეთი ან სხვა ძალა არ დააფინანსებს? ჭკუა დაუშლით?!

მასეა...

ყირგიზეთამდე ალბათ კიდევ დრო გვაქვს, მაგრამ თუ მიშიკომ ასე გააგრძელა, ეგეც არ აგვცდება...

ყირგიზეთში, რა, რუსეთი არ მოქმედებდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ მართლა კომბლებით დაიწყოს ხალხმა სირბილი. :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

კომბალი არ ვიცი,მაგრამ ფორუმი საშინლად მუშაობს.ეხლა ძლის შემოვედი დილის შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sаturn

1917 წლის რევოლუცია დააფინანსეს გერმანელებმა, რათა რუსეთში არეულობების დაწყების შედეგად რუსეთი გამოთიშულიყო პირველ მსოფლიო ომს.

 

მერე ამ რევოლუციას დამფინანსებელი არ გამოუჩნდება გარედან, როგორ ფიქრობ? :givi:

 

Blaugranator

ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ მართლა კომბლებით დაიწყოს ხალხმა სირბილი. :user:

 

მგონი, რაღაც ექსპერიმენტია, რამდენის მოთმენა შეუძლიათ გურჯებს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ მართლა კომბლებით დაიწყოს ხალხმა სირბილი.

რაც მტავარია არ ესმით

 

უახლოესი პრობლემები:

 

მანქანების შუშების დაბურვა

 

ავტობუსების გაუქმება

 

ფასების აწევა

 

კომუნალური გადახდის ახალი სისტემა (წლის გამო რო დენს გაგითიშავენ)

 

ბენზინის და წამლის ფასზე აღარაფერს ვამბობ

 

მასობრივი სამსახურიდან დათხოვნები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც მტავარია არ ესმით

 

უახლოესი პრობლემები:

 

მანქანების შუშების დაბურვა

 

ავტობუსების გაუქმება

 

ფასების აწევა

 

კომუნალური გადახდის ახალი სისტემა (წლის გამო რო დენს გაგითიშავენ)

 

ბენზინის და წამლის ფასზე აღარაფერს ვამბობ

 

მასობრივი სამსახურიდან დათხოვნები

და რა, გგონია რომ არ ესმით? :)

აი, როგორც იტყვიან, "ღლეზეც ბანტიო". იციან რო ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, და ყვირილით კიდე, ყვარყვარეში ხომ გაქვს ნანახი, ციხიდან რომ ყვირიან, ყვარყვარეო, და ეს პატეფონს რო ჩართავს ხმამაღლა და "ვაი თქვენს პატრონსო". :)

თუ ვინმეს ექნება ტრაკი რომ პირდაპირ თქვას, " აგერ ხალხო იარაღი, აიღეთ ვისაც რა გაქვთ, და წავედით დავცხოთ, აგერ მე წინა რიგებში მოვდივარ" , აი ეგეთს გაყვებიან. მარა .... ძველ ვოდევილებში როგორცაა, "ტიგრან სოლომონიჩ, თქვენ შეგიძლიათ ქალის გულისთვის თავი გასწიროთ?" და "ვა, მერე მე არაფერი არ მამივა? " :) ეგრე უნდათ მაგათ, თავი გაწირონ ოღონდ ისე რომ არაფერი მოუვიდეთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

არ იყო მასე. ეგ ლეგენდებია. 1917 წლის რევოლუცია დააფინანსეს გერმანელებმა, რათა რუსეთში არეულობების დაწყების შედეგად რუსეთი გამოთიშულიყო პირველ მსოფლიო ომს.

სატურნ, 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და ოქტომბრის გადატყრიალება გამოიწვია ნიკოლოზ მეორის არ მოვერიდები ამ სიტყვას, უგუნურმა პოლიტიკამ,

დიახაც, გერმანელებმა და არა მხოლოდ მათ ბოლშევიკები, ესერები თუ ას.შ. გამოიყენეს თავისი ინტერესებისთვის,

არც ლენინს, არც ტროცკის გერმანული ფულის გამო არ მოუწყვიათ რევოლუცია, გერმანიაშიც მოახდენდნენ იგივეს შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ გადაწვა თემურ ლენგმა თბილისი და არის თუ არა კურორტი წყალტუბო ცნობილი და პოპულარული არაბულ სამყაროში – ეს თემა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან პრეზიდენტ სააკაშვილის საუბრის ერთ–ერთი თემა იყო.

 

„წყალტუბო იციან ყველა არაბულ ქვეყანაში, რადგან გარდა იმისა, რომ დამპყრობლები ჩამოდიოდნენ აქ აზიიდან, მაგალითად თემურ ლენგს ფეხი ჰქონდა სამკურნალო და ამის გამო, რომ უცებ ვერ მოარჩინეს გადაწვა თბილისი, ასევე მაგალითად ნასერი, პრეზიდენტი ეგვიპტის, რამდენჯერმე იყო წყალტყუბოში და მთელმა არაბულმა სამყარომ ეს იცის, როცა ის მკურნალობდა თავის ჯანმრთელობას. ეს უკვე მოხდა 60-იან წლებში და 70-იან წლებში გასული საუკუნის“, – განაცხადა დღეს, საღამოს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას უნივერსიტეტში სტუმრად მყოფმა სააკაშვილმა.

 

 

 

ეს იცოდით?

 

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს.

 

"ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუმრობისას.

 

 

ვინ იყო ის თავგასიებული?

 

ახლა მოდი და ნუ აიღებ კომბალს ხელში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...