DonCaredo Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 აი ვინც უგულავას მისცა ხმა, ახლა იდგეს გაჩერებებზე, წეროს და იკითხოს.ჰოდა, მერე ამ მოდერის მანქანას რომ წაათრევს (ჯვარი წერია)სიტიპარკი, ის "ბებოც" იტყვის, ასე უნდა მაგას, რას აძლევდა გრიშას ხმასაო.მე კი ყველაზე ვიტყვი, საერთოდ რას დადის ეს ხალხი არჩევნებზე, თუ კონკრეტულად ძმაკაცი ან ნათესავის ასარჩევად არ მიდის. როგორც შვილი არ ირჩევს მშობელს, ისე ვერ აირჩევს მონა პატრონს. არჩევნებზე სიარული არის აღიარება იმისა, რომ ხარ მონა, ოღონდ "ცივილიზებული" და ირჩევ, ვინ "გიხმაროს". ხოდა ისინიც მერე ხმარობენ, იმათაც, ვინც ხმა მისცა, და იმათაც, ვინც სხვას მიცა, თავიანთი ნათესავების გარდა. ტაკ ჩტო, მიშას აირჩევთ, გრიშას, პეტრეს თუ პავლეს, სანამ ვინმეებს აირჩევთ, ყოველთვის იქნებით იმის ღირსი, რასაც ისინი გააკეთებენ. კარგს - კარგის ღირსი იქნებიტ, ცუდს - ცუდის, და ნუ წუწუნებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 თბილისის საკრებულოს "ნაციონალი" წევრი კოკი იონათამიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ იონათამიშვილმა "პირWელს" თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა და იქვე დასძინა, რომ “სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის არსებული ტარიფი შეუნარჩუნდებათ". "დედაქალაქში ავტობუსებისა და ცალკეული ხაზების ოპტიმიზაცია განხორციელდა. დღევანდელ სხდომაზე ისეთ საკითხებზე ვიმსჯელებთ, როგორიცაა მეტროში, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა ინტენსივობა, სოციალური ჯგუფებისთვის დასაწესებელი შეღავათიანი პაკეტი და სხვა", - აღნიშნა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა სოციალურად დაუცველ ფენას არ შეეხება. "ზოგადად, ქალაქის სატრანსპორტო სამსახურს მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, თუმცა მგზავრობის საფასურის გადახედვის შემთხვევაშიც უკვე გათვალისწინებულია, რომ საფასურის გაზრდა სოციალურად დაუცველ ფენას არ შეეხება. დანარჩენი მომავალში ვნახოთ", - დასძინა იონათამიშვილომა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=58879~ პ.ს. თუ გადავიხადო 89 თეთრი ან ლარი რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.