newstudio Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 "ქართული პარტიის" წევრის ამირან იობაშვილის ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 20.00 საათზე, პეკინის გამზრის #17-ში, სავალუტო ჯიხურთან მოხდა, სადაც ამირან იობაშვილის ვაჟი და რძალი კოკა იობაშვილი და ანი კიკნაძე მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან იობაშვილმა განუცხადა, სროლა მაშინ მოხდა, როცა მისი შვილი და რძალი ჯიხურიდან გამოდიოდნენ. სხვა დეტალები უცნობია. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება "ქართული პარტიის" ლიდერი კოკა გუნცაძე, რომელსაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამირან იობაშვილი კი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც თავად ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრი იყო, მას 8 პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიხური კი, სადაც მისი ვაჟი და რძალი მუშაობენ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ღამით გაქურდეს, რასაც ამირან იობაშვილი შემთხვევითობას არ უკავშირებს. "პეკინზე უამრავი ჯიხურია და რაღა მაინც და მაინც ამ ჯიხურს მიადგნენ?!", - ამბობს ამირან იობაშვილი http://new.interpressnews.ge/ge/samartali/149878-qqarthuli-partiisq-tsevris-ojakhis-tsevrebi-ceckhlsasroli-iaraghith-datcres.html პ.ს. შეიძLება პოლიტიკასთან არც არაფერი კავშირი არა აქვს, მარა ამდენი დამთხვევა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 ეხლა აქ ნაცნობი კრიმინალისტი შემოვა შსს და იტყვის კრიმინალების გაკეთებულიაო, ან კიდევ თვითონ დაიცხრილეს თავი და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 "ქართული პარტიის ეს ოქრუაშვილის პარტიაა არა და მე მგონი დაშინებაზე გადავიდნენ.უარესს მიიღებენ ეს თუ მართლა ასეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 babuagiorgiეხლა აქ ნაცნობი კრიმინალისტი შემოვა შსს და იტყვის კრიმინალების გაკეთებულიაო, ან კიდევ თვითონ დაიცხრილეს თავი და ა.შ.უბრალოდ ეს საქმე არ გაიხსნება და ეგაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 გადარჩა ვინმე¿ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 newstudioუბრალოდ ეს საქმე არ გაიხსნება და ეგაა... როგორც ყოველთვის "მთავრმა კრიმინალურმა ექსპერტმა" რომ არ დამიწუნოს ლოგიკა, შეგახსენებთ "მაესტროზე" ტავდასხმას ( ყუმბარა კარებში) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 უბრალოდ ეს საქმე არ გაიხსნება და ეგაა... იმიტომ არ გაიხსნება დეპრეს,რომ საზოგადოებას ჰკიდია ესეთი რამეები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2010 სათაური მთლად ზუსტი არაა, ქართული პარტიის წევრები არ დაუცხრილავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2010 kisa"მთავრმა კრიმინალურმა ექსპერტმა" რომ არ დამიწუნოს ლოგიკა, შეგახსენებთ "მაესტროზე" ტავდასხმას ( ყუმბარა კარებში)ეხლახან არ ცემეს მაესტროს ოპერატორი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.