Jump to content
Planeta.Ge

გლეხები ტყით ვეღარ ისარგებლებენ?


Recommended Posts

ტყის მიწის მფლობელებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ

 

 

პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადის განაკვეთი ლარებში, ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, წლიური საბაზისო განაკვეთით განისაზღვრება და მთავრობა მას ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 20-დან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაადგენს. ტყის მიწების მფლობელები ქონების გადასახადით 1 იანვრიდან დაიბეგრებიან.

 

ტყის მიწად ითვლება მიწა, რომელიც სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში გამოიყენება. აქ ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებიც იგულისხმება. როგორც ,,საქინფორმს’’ ,,კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის’’ კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განუცხადა, მიწის მფლობელებისთვის გადასახადის გადახდა ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა იქნება. ,,ევროკავშირის რეკომენდაცია იყო 2009–2010 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ დაემუშავებინათ მიწები გლეხებისთვის და შეღავათები მიეცათ, თუმცა ამ გადასახადების დაკისრება შეღავათი ნამდვილად არ იქნება,’’ - განმარტავს გეთიაშვილი.

 

ცნობისთვის: საგანგაშოა ის რომ საქართველოს მიწების 90% დაუმუშავებელია. ფაქტობრივად, გლეხებს არარენტაბელური მიწების მფლობელობისთვის უწევთ გადასახადის გადახდა.

საქინფორმი.გე

 

ვინმემ იცის რაიმე ამ ახალი კანონპროექტის შესახებ? ან რას ნიშნავს "ტყის მიწად ითვლება მიწა, რომელიც სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში გამოიყენება" ? ანუ გლეხმა რომ პირუტყვი ტყეში გაუშვას ნეტა გადასახადი უნდა გაიდახადოოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათ რომ კითხოთ, სოფლის მეურნებოს განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჯერ დაუმაუშავებლ მიწებზე დაწესეს გადასახადი გასულ კვირას, ახლა ტყით სარგებლობაზე. ცოტახანში საქონელი მდინარიდან წყალს რომ დალევს მააგზეც გადასახადს დაუწესებენ. ქართველ გლეხს უკიდურესად ავიწრეოვებენ, სამაგიეროდ ბურებს ჩამორეკავენ ეხლა და ისინი "ააყვავებენ" ჩვენს მეურნეობას!!! ვაი ჩვენ პატროსნ!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გათვლილი ტაქტიკაა.

გლეხს მიწას გააყიდინებენ და მერე ამ მიწებს ვერაჩკას მოწვეული სტუმრებს მიჰყიდიან.

 

მიწები ომში იკარგება, ან კიდევ ასეთი სტილით. ცოტახანში აზრზე მოვალ და ვიტყვით იმას, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთის ტერიტორიები გაყიდვას გადაურცნენთქო. ასეა ეს...........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chipi

ევროკავშირის რეკომენდაცია იყო 2009–2010 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ დაემუშავებინათ მიწები გლეხებისთვის და შეღავათები მიეცათ

დაემუშავებინათ რას ნიშნავს,ხელისუფლებამ უნდა დაამუშავოს?

საგანგაშოა ის რომ საქართველოს მიწების 90% დაუმუშავებელია. ფაქტობრივად, გლეხებს არარენტაბელური მიწების მფლობელობისთვის უწევთ გადასახადის გადახდა.

ეს გასაგებია,მაგრამ რა კავშირშია ტყის მიწებთან?

ჩემი შეკითხვები ალბათ ბატონ გეთიაშვილთანაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლეხი ამუშავებდა მიწას თუ არა, მიწა მის საკუთრებაშია. ხო და ეხლა თუ გადასახადს ვერ გადაიხდის ამ მიწას ან გააყიდინებენ, ან ამ გადაუხდელ გადასახადებში გაუქვითავენ.

 

მოკლედ საქართველოს აოხრების ძალიან ტონკი პოლიტიკა მიდის. ხო და ნუ ეწყინებათ მერე ცნობილ იზერებს, რუსების გინება რომ უყვართ. რა რუსები და რისი რუსები, როდესაც ასე საქართველო ჯერ ისტორიაში არავის არ აუხრებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ იმას მიშა,რომ შეღავათიანი კრედიტები მიეცათ და ტეხნიკით დახმარებოდნენ,მაგრამ ეს არ აწყობთ,რადგან თურქეთიდან სასოფლო სამეეურნეო პრდუქტებს ვეღარ შემოიტანდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ჰექტრამდეა, საერთოდ გაუქმდა გადასახადი. გაგიკვირდებათ და ამ ხელისუფლების დროს :ravic:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ჰექტრამდეა, საერთოდ გაუქმდა გადასახადი. გაგიკვირდებათ და ამ ხელისუფლების დროს

 

 

––––––––––––––––––––––

 

ბევრი რამე „გააუქმეს“ ცოტა ხნით,მაგრამ ისევ დააწესეს გადასახედები.გიორგი მართალს ამბობს.ესეთ სიტუაციაში გლეხს პროტესტის გრძნობა აღარ ექნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ჰექტრამდეა, საერთოდ გაუქმდა გადასახადი. გაგიკვირდებათ და ამ ხელისუფლების დროს

არ გამიკვირდება,იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ წინ გადადგმულ ნაბიჯს მოსდევს სხვა,რომლების წინას აქარწ####ბს.

ამას წინათ არ იყო მიშამ რომ აცხადებდა,მიწების დიდი რაოდენობა ედიკას დროინდელ გამგებლებს და პროკურორებს აქვთ ხელში ცავარდნილი(ამაში დიდი ეჭვი მეპარება,რადგან კარგა ხანია ყველაფერს ჩამოართმევდნენ)და ვინც არ ამუშავებს საგადასახადოში შესული ახალი ცვლილებებით ყველას წავართმევთო.ეს ალბათ გლეხებს შეეხებათ,რადგან მათი დიდი უმრავლესობა საწვავის ძალიან მაღალი ფასების და ასევე ტექნიკის, მიწების დამუშავებას ვერ ახერეხებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც არ ამუშავებს საგადასახადოში შესული ახალი ცვლილებებით ყველას წავართმევთო.ეს ალბათ გლეხებს შეეხებათ,რადგან მათი დიდი უმრავლესობა საწვავის ძალიან მაღალი ფასების და ასევე ტექნიკის, მიწების დამუშავებას ვერ ახერეხებს.

 

––––––––––––––––––––––

 

მაგასაა რომ ვამბობ კაკრაზ.

 

 

ყველაფერზე გადასახადი უნდა იყოს,ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ თავიდან ხელი უნდა შეუწყო ადამიანს და თუ ვერ გაქაჩავს,მერე შეგიძლია მიპრესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიწას თუ არ ამუშავებ უნდა გაყიდო. პირუტყვი თუ გყავს და ტყეში გაუშვი გადასახადი უნდა გადაიხადო. შენ ნაწვალებ პროდუქტს იმ ფასად ვერ გაყიდი რომ მომავალ წელს კიდევ დაამუშაო მიწა იმიტომ რომ თურქული ნაგავი პორდუქტი გაცლებით იაფია და ის ურჩევნია მაინც მყიდველს...

მერე იტყვიან, გლეხები ზარმაცები არიან სოფლიდან რომ გამორბიან ქალქშიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ყველაფერზე გადასახადი უნდა იყოს,ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ თავიდან ხელი უნდა შეუწყო ადამიანს და თუ ვერ გაქაჩავს,მერე შეგიძლია მიპრესო.

 

შენი აზროვნება საშიში ფორმით გაამერიკებულა.

 

რა ყველაფრის გადასახადიო კაცო? მიწა საკუთრებაშია იმიტომაა რომ ჩემია და არა სახელმწიფო ჩინოვნიკის.

ამ გადასახადების მადამ შო ზუსტად ასეთი გაჩათლახებული ბიუროკრატია.

 

ვიღაც დედაფეთქებული ზის კაბინეტში და ასტრონომიული ხელფასი აქვს იმის გამო, რომ მე ჩემს საკუთრებაში გადასახადს მახდევინებს. აბსურდია ეს.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი აზროვნება საშიში ფორმით გაამერიკებულა.

 

რა ყველაფრის გადასახადიო კაცო? მიწა საკუთრებაშია იმიტომაა რომ ჩემია და არა სახელმწიფო ჩინოვნიკის.

ამ გადასახადების მადამ შო ზუსტად ასეთი გაჩათლახებული ბიუროკრატია.

 

 

არ არის ეგრე.აქ საკუთარი სახლები ვისაც აქვთ(ჩემს ქაუნტში)თითქმის 13 ათას დოლარს იხდიან წელიწადში მიწის გადასახადს.გააჩნია მიწა სად არის,ანუ როგორ დატვირთულ რეგიონში.ფერმერებსაც აქვთ გადასახადი,მაგრამ გაცილებით ნაკლები ერთ ჰექტარზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეგრე.აქ საკუთარი სახლები ვისაც აქვთ(ჩემს ქაუნტში)თითქმის 13 ათას დოლარს იხდიან წელიწადში მიწის გადასახადს.გააჩნია მიწა სად არის,ანუ როგორ დატვირთულ რეგიონში.ფერმერებსაც აქვთ გადასახადი,მაგრამ გაცილებით ნაკლები ერთ ჰექტარზე.

 

ეხლა შენთა რომ იხდიან ეს იმას არ ნისნავს რომ ეს სწორია და მისაღები.

 

საკუთრებაში მყოფი მიწის გადასახადი არასწორია. მიწის საკუთრება მანქანის საკუთრებისგან განსხვავებულია. მიწის საკუთრებაზე ხელისუფლების დახმარება არ მჭირდება ე.ი. არც ხელისუფლებას აქვს უფლება ჩემს საკუთრებაში ცხვირი ჩაჰყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...