Jump to content
Planeta.Ge

კანონი მანქანის მინების დაბურვასთან დაკავშირებით


Recommended Posts

ქარხნულად კი არა, უკანა მინებს საერთოდ უნდა შეეშვან. 75 იქნება თუ 100 პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი არ უნდა დახვეწონ.

კი არ უნდა შეცვალონ.

#######ით ფიქრს უნდა დაანებონ თავი.

ტუტუცობას და ჩიტირეკიობას.

კრეტინების ხუშტურებზე სიარულს.

პარლამენტში გაუნათლებელი და უსიტყვო დეგენერატების შეყვანას.

 

და აი მერე.

მიიღონ კანონები.

იფიქრონ სანამ რამეს გააკეთებნ.

ჯერ დაფიქრდნენ იმაზე თუ რა მოჰყვება ამას და მერე აკეთონ საქმე.

და მერე

არც მინების დამუქება იქნება პრობლემა, არც 2008 წლის აგვისტო მოხდება, არც ადამიანები დაიტანჯებიან ამ ვეყანაში ცხოვრებით და არც უიმედო ჟOპაში ვიქნებით...

მაგრამ ამისთვის ჯერ აყროლებულ თევზს თავი უნდა მოაჭრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უნდა დაიხვეწოს ეგ პროექტი. ქარხნულად დამუქებულს უნდა შეეშვან საერთოდ.

რაღა პროექტი,Saturn?

აგერ დევს შემოღებულ-ხელმოწერიკი

დახსენი ეხლა შენ მანქანაზე ეს დაბურული მინები და იქრიალე ს ვეტერკომ ან გადაიხადე ფული ახალ მინებში :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დახსენი ეხლა შენ მანქანაზე ეს დაბურული მინები

მე არ მაქვს დაბურული მინები.

 

რაღა პროექტი,Saturn?

აგერ დევს შემოღებულ-ხელმოწერიკი

მიღებულია? მე რამდენადაც ვიცი ჯერ პროექტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

(სსმ III, 29.10.2010 წ., N 140 მუხ.2013)

 

რეგისტრირებულია

საქართველოს იუსტიციის

სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი

310.060.000.22.034.016.008

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება N 917

2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 314–ე მუხლის მე–7 ნაწილის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ი. მერაბიშვილი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებების უკანა საქარე მინებზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება 40%-ზე მეტი ოდენობით;

ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებi; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფებi; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;

გ) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

 

მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებებები, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას

საქართველოს ტერიტორიაზე iმ ავტოსატრანსპორტო საშუალებebის მოძრაობა, რომელთა შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 40%–ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

 

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა

1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართელოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომელთა მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

3. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება.

4. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.

6. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.

 

მუხლი 5. თანხმობის გაუქმების საფუძვლები

1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა უქმდება თუ:

ა) გასხვისდება ავტოსატრანსპორტო საშუალება;

ბ) გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

 

მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების შემოწმება და პასუხისმგებლობა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინების შუქგამტარობის შემოწმება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მინების შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოს მეშვეობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

0

 

* +

* -

 

 

ხო, რავი - ეს თუ პროექტია არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მაგი უკვე შეცვალეს,75%-იანები რომ შემოიტანეს,მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე,პრობლემა რჩება.

dire

ჯერ დაფიქრდნენ იმაზე თუ რა მოჰყვება ამას და მერე აკეთონ საქმე.

ჩემი აზრით კარგად იფიქრეს და ამიტომაც შემოაგდეს ეს.მშვენივრად იციან შედეგი და სწორედ ამაზეა გათვლილი.

რას იზამთ ფული შემოაკლდათ ნაცებს და ყველა ხერხი დასაშვებია მის საშოვნელად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

მაგი უკვე შეცვალეს,75%-იანები რომ შემოიტანეს,მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე,პრობლემა რჩება

გამოქვეყნება ვერ მოასწრეს და უკვე შეცვალეს?

აი, მალადეც! რა კარგად მუშაობენ! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...