Jump to content
Planeta.Ge

კანონი მანქანის მინების დაბურვასთან დაკავშირებით


Recommended Posts

T_A_T

რომც ყოფილიყო მოვხსნიდი ყიდვისტანავე- როგორც ყოველტვის ვშვრებოდი

ქარხნული რომ ყოფილიყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ დარჩება როგორც ყური მოვკარი ეს კანონი ამ სახით, გაცილებით შერბილდებაო ამბობენ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

(სსმ III, 29.10.2010 წ., N 140 მუხ.2013)

 

რეგისტრირებულია

საქართველოს იუსტიციის

სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი

310.060.000.22.034.016.008

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება N 917

2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 314–ე მუხლის მე–7 ნაწილის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ი. მერაბიშვილი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებების უკანა საქარე მინებზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება 40%-ზე მეტი ოდენობით;

ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებi; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფებi; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;

გ) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

 

მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებებები, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას

საქართველოს ტერიტორიაზე iმ ავტოსატრანსპორტო საშუალებebის მოძრაობა, რომელთა შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 40%–ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

 

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა

1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართელოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომელთა მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

3. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება.

4. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.

6. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.

 

მუხლი 5. თანხმობის გაუქმების საფუძვლები

1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა უქმდება თუ:

ა) გასხვისდება ავტოსატრანსპორტო საშუალება;

ბ) გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

 

მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების შემოწმება და პასუხისმგებლობა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინების შუქგამტარობის შემოწმება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მინების შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოს მეშვეობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცნაური სიტუაცია.ავტობუსები შეამცირეს და ზოგიერთი პატივცემული იუზერი წერს რომ ის ავტობუსებით არ დადის და ამიტომ მას ეს არ აწუხებს.არც მე არ მყავს მანქანა და რა მეც იგივევ პოზაში ჩავდგე.ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა,მა იმ მ,ანქანებზე ვამბობ რომელთაც მწარმოებელის მიერ აქვთ შუშები დაბურული,კერძოდ უკანა გვერდითა,ვის რას უშლის ხელს.ასევე ჯიპებს საბარგულზეც ხომ აქვთ გვერდითა შუშები.რა დაჯდება მაგათი გამოცვლა,რა დრო დასჭირდება შუშების ჩამოტანას ან იშოვი ყველა მოდელის შესაბის,ან არა.

მანამდე კი დაგაჯარიმებენ თუ მოუნდებათ დღეში ხუთჯერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

შსს მიხვდა რა სისულელეც გააკეთეს, შეცვალეს ბრძანებულება:

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა მოქალაქეთა ინტერესები და იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები დამუქებული აქვთ ქარხნული წესით, რისი შეცვლაც დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან, დადგენილი იქნა მინების დაბურვის ახალი სტანდარტები. კერძოდ, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების დასაშვებია 40 პროცენტით ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინისა და დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.

 

აღნიშნული წესები ძალაში შედის 10 ნოემბრიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

http://police.ge/index.php?m=8&newsid=1682

 

:018:

 

და ამ ნორმატიული აქტის დამწერი ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხა, ადრე პროკურორად მუშაობდა და ღმერთმა უწყის რამდენი ადამიანი ყავს ტყუილად გამწარებული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და ამ ნორმატიული აქტის დამწერი ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხა, ადრე პროკურორად მუშაობდა და ღმერთმა უწყის რამდენი ადამიანი ყავს ტყუილად გამწარებული!

დამწერი არ ვიცი,მაგრამ ხელმომწერი ი.მერაბიშვილია.მაგას ვერ დავიჯერებ რომ ვანომ არ წაიკითხა,არ გაიაზრა და ისე მოაწერა ხელი.

ისე დამწერი ვინაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალ-ახალ ხერხს რომ იგონებენ ბიუჯეტის შევსების ეგაა პრიკოლი.

საპროცესოებიდან ფულს ვეღარ ამოიღებენ იციან, ნახევარი საქართველოს უძრავი ქონება ბანკების გირაოში დევს უკვე მაგის გამო. დასაჯარიმებელი ბიზნეს-ობიექტები აღარ დარჩათ იმიტო რო რაც დააჯარიმეს ნახევარი გაკოტრდა და წავიდა, ნახევარი მაგათ საქონელს ყიდის და საკუტარ საქმეს ხო არ აზარალებენ? ეხლა ეს მანქანის ჯარიმები დაამუღამეს და ამატებენ და ამატებენ სწრაფ-სწრაფად იმდენს და ისეთებს, რომ ყველა მანქანას რაღაც მაინც გადაახდევინონ. მალე კომუნისტი გაიშნიკებივით მანქანაში აფთიაქის არქონაზე დააჯარიმებენ ეგენი ხალხს. ნახე უგვანო რა იდეა მოგაწოდე?! გადაიღე სანამ ცხელია! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მალე კომუნისტი გაიშნიკებივით მანქანაში აფთიაქის არქონაზე დააჯარიმებენ ეგენი ხალხს.

კიდევ "ოგნეტუშიტელი" :givi:

 

ისე ამ ახალ შესწორებაშიცაა ხაფანგი.ვინმემ იცის ქარხნულად დაბურული შუშები რამდენ პროცენტიანია და რაც მთავარია მაგათ საზომ აპარატებს ცდომილება რამდენი აქვს.თუ ისეთებია როგორც ალკოტესტების,ცუდადა საქმე.ისინი მაგრა ურევენ,რამდენს უთქვია ჩემთვის,რომ ხოშიან სიმთვრალეზე მწვანე აუნთია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფთიაქის არქონაზე დააჯარიმებენ ეგენი ხალხს

კიდევ "ოგნეტუშიტელი"

აი მაგათ არ ქონაზე ნაღდად შემოვიღებდი ჯარიმას. ერთიც და მეორეც მარტივი შესაძენია და კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას პირველმა და მანქანა - მეორემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მიაწოდე მერე იდეა :))))

დაგაჯილდოვებენ :)

მაგათ კი მაგრად ახატიათ უსაფრთხოებაც და მგზავრ მძღოლები, მაგრამ სხვისი ჯიბიდან ფულის ამოღებაზე ორგაზმალური ელეთმელეთი ეწყებათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

შენ გგულისხმობ

:what: ა ზრია:)

აი პირველი გასაპროტესტებელი რაც გამახსენდა იყო დეკრეტულების შემცირება და 60 ლარზე დაფისქირება-შეიკრიბა პარლამენტტან რამდენიმე ორსული კომბოსტოებით და დაიშალნენ გაღიმებულები-არადა მამენტ დემოგრაფიის პრობლემას ეხება და მტლიანად ერი უნდა დაინტერესებულიყო-განსაკუტრებით ის ნაწილი მაგ დეკრეტულის ლოგიკური ფინალისას კაპოტზე ქეიფს რომ არიან შეჩვეულები...

მერე სალარო აპარატები---მოვაჭრეებს შეეხო /გამოცვივდნენ-სვეცკი და პროფესორი მე იქ არავინ მინახავს

მერე პროფესორები -ს აქცია რომ იყო პროლეტარიატმა და მოვაჭრეებმა დაიკიდეს...

მერე ლტოლვილების აქცია-მუდმივსაცხოვრებელადგილიანებმა დაიკიდეს...

მარჯვენა" რულიანების" რომ დარონიობდნენ რაღAც არც მაშინ მახსოვს მარცხენა "რულიანებს" ენერვიულატ მაგაზე...

ხოდა ეხლა ეს დაბურული მინები...არ ამქვს დაბურული...ავტობუსები-არ მოვიხმარ....მეტრო სავალდებულო 2 ლარიანი-არ ჩავდივარ...ამიხსენიტ რატომ უნდა გამოვიდეს სრულიად საქარტველო და დადგეს იქ სადაც ქარიშხალია?:)------უნდა შევეჩვიოტ როგორც მტელს მსოფლიოშია-ლოკალური სოციალური პროტესტების გამოხატვას- რა არის ამაში ტრაგიკული?

ლოკალური და საერტო ეროვნული რომ ვერ გაგვისხვავებია-იმიტომაა დაბურული მინა უფრო გეტკინათ ვიდრე დანგრეული ისტორიული ძეგლი, რომ ვერ განგვისხვავებია იმიტომაა 2008 ში ნაწილი ტყვიების ქვეშ იხოცებოდა , ნაწილი კი რესტორნებში ...კაროჩე ერს სანამ რამსები არეული აქვს მენტალობადაბურული ვიქნებით...ხოდა პირველი იანვრიდან შუქს და გაზს რომ გაგიტიშავენ ნაგვის გადასახადის გამო მერე უი ეს როგორ დაგვავიწყდაო -არ იყოს ფოთლების პუტვა ხეებზე! :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შუშების დაბურვასთან დაკავშირებით ძალიან გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა.მე თვითონ მანქანა არ მყავს მაგრამ სამსახურში გვყავს ორი ჯიპი,რომალთაც მწარმოებელის მიერ დაბურული შუშები აქვთ.სანამ ცვლილებას შეიტანდნენ მოვირბინე სხვადასხვა ცენტრები.ყველა მეუნებოდა მაგ.იქსტერას რომელიც ამერიკაში გამოდის შუშებს თუ შეუკვეთავ,ზუსტად იგივე ჩამოგივა ანუ დაბურული.

დღეს ნისანის ცენტრის მენეჯერს ველაპარაკე და იმან მითხრა,რომ მასაც პირად მანქანაზე იგივე პრობლემები აქვს.გუშინ აქციაც მოუწყვიათ და რაც მანქანები იყო ქარხნულად დაბურული უკანა გვერდითი შუშებით ყველა გაზომეს და არცერთი 80%-ზე ნაკლები არ გამოვიდა.

მოკლედ რა გამოსავალია არ ვიცი.შუშებს ვერ ჩამოიტან,თუ მოუნდებათ მრავალჯერ დაგაჯარიმებენ,ვერც გაყიდი,კუსტარულის დაყენება არანაირად არ შეიძლება.კაროჩე ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უნდა დაიხვეწოს ეგ პროექტი. ქარხნულად დამუქებულს უნდა შეეშვან საერთოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...