planetanews Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 რამდენიმე დღეა, რაც თბილისის წყლის ოფისებში ხალხმრავლობაა. დავალიანების მქონე აბონენტები თბილისის წყლის ოფისებში კონსულტაციისთვის, გადანაწილების სურვილისთვის და სხვა პრობლემების გამო მიდიან. 13 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც, გაერთიანდება წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი. თუ მოქალაქე სამიდან ერთს მაინც არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდება, იმ შემთვევაშიც, თუ მას ელექტროენერგიის თვის საფასური გადახდილი აქვს. თუ როდის დაიწყებს ახალი კანონი რეალურად ამოქმედებას, ჯერ არ არის ცნობილი. გურამ ჩალაგაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროში მოახერხებს ურთიერთთანამშრომლობის დარეგულირებას სამი კომპანია. ნეტგაზეთმა თბილისის წყლის ოფისებში მყოფი აბონენტები გამოკითხა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts