Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ,,გონივრული ეჭვის’’ უსაფუძვლო გარემოებები


Recommended Posts

პარტიამ თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 

პარტიის აზრით, პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიციის მიერ ,,გონივრული ეჭვით’’ გაჩერებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, - ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა (კონსტიტუცია, 18 მუხლი, პუნქტი 1), - ირღვევა, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ რა ითვლება ,,გონივრულ ეჭვად’’.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრმა ლევან იზორიამ ისაუბრა.

 

პოლიციის შესახებ კანონი მე-9 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ამბობს, რომ პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. იზორიას თქმით, კანონი არ განმარტავს, თუ რა კონკრეტული გარეომოებების არსებობისას შეიძლება პოლიციელს პირის შეჩერების გონივრული ეჭვი გაუჩნდეს, ასვე, მისი თქმით, კანონი არ განმარტავს, თუ რა სახის საპოლიციო მოქმედებების ჩატარებისთვის ჭირდება პოლიციელს პირის შეჩერება.

 

თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ნორმის ზოგადი სახის გამო, გონივრული ეჭვის საფუძვლიანობის დამტკიცების საკითხი ღიად რჩება.

 

,,ასეთი ზოგადი სახის ნორმა, რომელიც იმასაც კი ვერ განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული, პრევენციული ხასიათის საპოლიციო მოქმედებების ჩატარებისთვის აჩერებს პოლიციელი პიროვნებას, მის თავისუფლებას (კონსტიტუციის მე-18 მუხლი, პუნქტი პირველი) თვითნებურად და გაუმართლებლად ხელყოფს.

 

თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლების წარმომადგენლებს სატელევიზო დებატებში იწვევენ განმარტებისთვის, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს კანონი.

 

იზორიას თქმით, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები აპელირებდნენ იმითი, რომ ეს კანონმდებლობა ბრიტანული და ამერიკული გამოცდილებით შეუმუშავეს. როგორც პარტიის გამგეობის წევრი ამბობს, ეს ტყუილია.

 

,,მე გადავხედე ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობას და ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, ტეხასის შტატში, თუ პიროვნება დარბის სპორტული ტანსაცმელის გარეშე და რაღც საეჭვო ნივთი უჭირავს ხელში, ეს უკვე კონკრეტული გარემოებაა იმისათვის, რომ პოლიციამ შეაჩეროს ეს ადამინი’’.

 

პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა მათთვის ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში საქმეს. როგორც იზორია ამბობს, ვერავითარ იურიდიულ გარემოებას ვერ ხედავს, რის საფუძველზეც, სასამართლო ამ საქმის განხილვაზე უარს იტყვის.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...