Jump to content
Planeta.Ge

აქციები დროებით გადაიდო


Recommended Posts

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებენ . ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების შემუშავებისაკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის მზად არის, საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციები გამართოს პოლიტიკურ პარტიებთან. ამ პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს საპარლამენტო პარტიებმაც. ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ.

 

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/149357-rva-opoziciuri-partia-khelisuflebasthan-dialogisthvis-mzadyofnas-kidev-erthkhel-adasturebs.html

 

პ.ს. ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ძალისხმევით არ დაიშალა 8 პარტიის ალიანსი ამ საკითხთან დაკავშირებით...უცხოური ზეწოლაც ხელისუფლებაზე ძალიან დიდია

 

როგორც ვიცი, ალასანიას რჩევით გუბაზაც მზადაა ჯერ თავი შეიკავოს აქციებისგან...

 

ეხლა ჯერი მართლა ხელისუფლებაზეა... იმაიმუნებს? დაერხევა.

 

ეხლა ჯერ ფორმატია შესათანხმებელი , რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციები დროებით გადაიდო იწყება მოლაპარაკება ხელისუფლებასთან

ანალგინს არ გააგებინოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:v: კაცო, იმ აქციებზე შილაფლავს კი არ არიგებენ, თუ საჭიროა მოვითმენთ კიდევაც

 

ეხლა ნახე, ყველაზე დიდი უკმაყოფილობას ისინი გამოთქვამენ ვინც ცხოვრებაში მიტინგზე არ ყოფილა

და დაჟე 9 აპრილის აქცისაც კი (1989 წლის) კანონდარღვევდ მიიჩნევდა :music2:

 

წარმომიდგენია ეხლა რამფერ დიიიდაა გვიყოფენ ენააას სააკაშვილის მომხრეეებიი :P

ჩვენ კი გულში "თქვენი დროც მოვა ფარჩაკებო, ოღონდ ზეგ,, ზეგ, ზეგეეეეეე :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ.

 

ბურჯანაძესთანაც იმართებოდა მოლაპარაკებები, რომელიც წყლის ნაყვა იყო.

ბაქრაძე არის ბუტაფორია. აი ვანოსთან რომ გამართულიყო მოლაპარაკება (ფაქტიური მეორე კაცი), სულ სხვა საქმეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ჯერი მართლა ხელისუფლებაზეა... იმაიმუნებს? დაერხევა.

შემდეგ არჩევნებამ აპირებენ გაწელვას?

რაღაც დრო მისცენ და თუ არაფერი გამოვიდა მაშინ უნდა ვაიძულოთ - სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კაცო, იმ აქციებზე შილაფლავს კი არ არიგებენ, თუ საჭიროა მოვითმენთ კიდევაც

რეალური მიზეზი მე მგონია ისაა, რომ მცირე მხარდაჭერა ექნებოდა ამ აქციებს და გათვალეს, რომ კრახით დასრულდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მოლაპარაკებები? :))

:givi: :givi: :givi:

მოკლედ რა :)) ამ ილუზიებიდან ვერ ამოვიდა ეს ხალხი?

არა! გადასარევად იციან.უბრალოდ გაყიდულები არიან...

რომელიმე შედეგის მომტანი მოლაპარაკება იქნებ გამახსენოთ პლიიიიზ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

რეალური მიზეზი მე მგონია ისაა, რომ მცირე მხარდაჭერა ექნებოდა ამ აქციებს და გათვალეს, რომ კრახით დასრულდებოდა.

ეს წუთია ჩემმა ზონდერმა დეიდაშვილმა დამირეკა აღელვებულმა და ნაღვლიანი ხმით მამცნო, რომ ბიზნესი ჩაგვივარდა ბიჭებსო :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

რატომ არ უნდა გააგებინონ რა, ანალგინი კრიმინალია? :)

აქციები სწორედ იმ შემთხვევისთვის დაიწყება თუ ხელისუფლება არ მიიღებს იმ წინადადებებს რაც ოპოზიციას აქვს.

ჰოდა დაიწყება მოლაპარაკებები და გამოჩნდება. მიირებენ იმ წინადადებებს? - დაერხევათ ბარხატნად. ეგრევე გაიასნდება, რომ 1 მილიონი ყალბი ამომრჩეველი ყავდათ სიებში, ამიტომ ავტომატურად გაუქმდება ის არჩევნები და ახალი, სამართლიანი წესებით დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მერე კი კი დურთავენ თავს ვირის აბანოში. არ მიიღებენ ან პროცესის გაჯანჯლებას შეეცდებიან? - ისე დაერხევათ ჯერ რომ არავის დარხევია. ;) საკუთარ დასაკლავ დანას თვითონ არ გალესავენ. ეჭვი მაქვს ეშინიათ და დროის გაწელვა უნდათ და რაღაც არა მგონია ლინჩის წესი ასცდეთ.

 

P.S. ალასანია თუ ისევ იგივენაირად აპირებს ამათ გაპრავებას, როგორც ადგილობრივ არჩევნებზე ქნა, ჩადგება ეგეც რიგში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მოლაპარაკებები? :))

:givi: :givi: :givi:

მოკლედ რა :)) ამ ილუზიებიდან ვერ ამოვიდა ეს ხალხი?

არა! გადასარევად იციან.უბრალოდ გაყიდულები არიან...

რომელიმე შედეგის მომტანი მოლაპარაკება იქნებ გამახსენოთ პლიიიიზ...

მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

პ.ს. ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ძალისხმევით არ დაიშალა 8 პარტიის ალიანსი ამ საკითხთან დაკავშირებით...უცხოური ზეწოლაც ხელისუფლებაზე ძალიან დიდია

 

როგორც ვიცი, ალასანიას რჩევით გუბაზაც მზადაა ჯერ თავი შეიკავოს აქციებისგან...

 

ეხლა ჯერი მართლა ხელისუფლებაზეა... იმაიმუნებს? დაერხევა.

 

ეხლა ჯერ ფორმატია შესათანხმებელი , რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები

 

ალიანსი. ეს სიტყვა საიდან მეცნობა ვერ ვიხსენებ.

მოდი რა ცინიკურად რომ არ ვუპასუხო ამ პოსტს ჩამოწერე აქ რას ალიანსობენ ესენი ხელისუფლებასთან.

კონკრეტული საკითხები რით აპირებენ გარემოს გაწმენდას.

 

პ.ს. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს პოლიტიკური ოპიუმის ექსპორტისა. სამწუხაროა რომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კაცო, იმ აქციებზე შილაფლავს კი არ არიგებენ, თუ საჭიროა მოვითმენთ კიდევაც

+1

mtidan

ბურჯანაძესთანაც იმართებოდა მოლაპარაკებები, რომელიც წყლის ნაყვა იყო.

ბაქრაძე არის ბუტაფორია. აი ვანოსთან რომ გამართულიყო მოლაპარაკება (ფაქტიური მეორე კაცი), სულ სხვა საქმეა.

ამ შემთხვევაში მოლაპარაკება ხელისუფლებასთანაა..ანუ ფაქტობრივად მმართველ ჯგუფთან... იქ სიტყვებს ვინ წარმოთქვამს, ბაქრაძე თუ სხვა ვინმე არაა პრინციპული

kisa

შემდეგ არჩევნებამ აპირებენ გაწელვას?

მოლაპარაკების გაწელვა ავტომატურად ნიშნავს პრიცესის ჩაშლას.

Saturn

რეალური მიზეზი მე მგონია ისაა, რომ მცირე მხარდაჭერა ექნებოდა ამ აქციებს და გათვალეს, რომ კრახით დასრულდებოდა.

კაი, გჯეროდეს მაგის? შენ იყავი რო ამტკიცებდა სტადიონი არ შეივსებაო?))

dire

ბრალოდ გაყიდულები არიან...

არა, არ არიან... ნუ ალასანია არ არის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი. ეს სიტყვა საიდან მეცნობა ვერ ვიხსენებ.

მოდი რა ცინიკურად რომ არ ვუპასუხო ამ პოსტს ჩამოწერე აქ რას ალიანსობენ ესენი ხელისუფლებასთან.

კონკრეტული საკითხები რით აპირებენ გარემოს გაწმენდას.

 

პ.ს. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს პოლიტიკური ოპიუმის ექსპორტისა. სამწუხაროა რომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

თუკი შეგიძლია გახდე მილიანერი, დათანხმდები მილიონის სანაცვლოდ აიღო 1000 ლარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...