planetanews Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 http://2.bp.blogspot.com/_UKgbVKy14gk/SSAuaBrvQ1I/AAAAAAAAFok/tFkkjCREd4M/s400/bolton-v-liverpool-3.jpg ინგლისის პრემიერ ლიგა 31 ოქტომბერი. სტადიონი – ”რიბოკ სტედიუმი”. ”ბოლტონ ვონდერერსი – ”ლივერპულის” წინააღმდეგ გთავაზობთ “ლივერპულისა” და “ბოლტონის” მიერ ნათამაშებ ბოლო 5-5 მატჩის შედეგებს. ბოლტონი უიგანი 1-1 ბოლტონი; ბოლტონი 2-1 სტოკ სიტი; ვ. ბრომვიჩი 1-1 ბოლტონი; ბოლტონი 2-2 მან.უტდ; ბარნლი 1-0 ბოლტონი; ლივერპული ლივერპული 2-1 ბლექბერნი; ნაპოლი 0-0 ლივერპული; ევერტონი 2-0 ლივერპული; ლივერპული 1-2 ბლექპული; უტრეხტი 0-0 ლივერპული; ბოლტონი: წაგება 1/მოგება 1/ ფრე 3/; ლივერპული: წაგება 2/მოგება 1/ფრე2/. შეხვედრების სტატისტიკალივერპული - ბოლტონი სულ 129 თამაში, 54 თამაშში ”მერსისაიდელებმა” იმარჯვეს, 32 ფრედ დასრულდა, ხოლო 43 თამაშში ”წითლებმა” მარცხი განიცადეს. 202 გოლი გატანეს და 167 საკუთარ კარში მიიღეს. 2009 წლის 29 აგვისტოს გუნდები ერთამენეთს ბოლტონში შეხვდნენ, სადაც ”წითლებმა” მძიმე ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. ხოლო 1995 წლის 2 აპრილს გუნდები ინგლისის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც მერსისაიდელებმა მაკმანამანის დუბლის წყალობით იმარჯვეს. http://www.myliverpool.ru/_nw/53/21231208.jpg სიტუაციები გუნდში ლივერპული რაც არ უნდა ძნელიი დასაჯერებელი იყოს ცენტრალური მცველი სოტირიოს კირგიაკოსი ბომბარდირთა სიაში მეორეა, ”ბლექბერნთან და ბლექპულთან” გატანილმა გოლებმა იგი ფერნანდო ტორესთან გოლების რაოდენობაში გაათანაბრა, რომლის ანგარიშზეც ასევე 2 გოლია. ლიდერი კი სტივ ჯერარდია 3 გოლით. წინა სეზონში ბერძენმა ვერ შეძლო წარმატებულად თამაში ”რიბოკ სტეიდიუმზე” დღეს კი იგი შეეცდება წაშალოს მისი ცუდი მოგონებები და აჩვენოს თავისი კარგი თამაში ამ კვრის ბოლოს. http://www.myliverpool.ru/_nw/53/37103706.jpg ბოლტონი იოჰან ელმანდერის უგოლო სერია ”ბოლტონში” 9 თვეს გაგრძელდა, როგორ იქნა მან ნავსი გატეხა და წლევანდელი სეზონი წარმატებულად დაიწყო. მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია. ”წითლებმა” ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ კევინ დევისს, რომლის კარგი თამაშის შემდეგ გადაწყვიტა კაპელომ მისი ნაკრებში გამოძახება. ტრავმები/დისკვალიფიკაცია ”ლივერპულს” ვერ დაეხმარება დირკ კიუიტი, მის დაბრუნებას ჩელსისთან მატჩში ვარაუდობენ.ასევე დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს დანიელ აგერი. ”ბოლტონის” რიგებში კი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯეი ლოიდ სამუელი, რიკარდო გარდნერი და ენდი ობრაიენი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts