planetanews Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 http://b.pix.ge/t/3dq8a.jpg “ტოტენჰემის” 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, ხორვატიელი ნახევარმცველი “ლივერპულში” აუცილებლად გადავა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს – იუწყება ინგლისური გამოცემა Metro. ფეხბურთელი ამპლუით იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც კონკურენტებად გარეტ ბეილი და რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰყავს. “მამლებში” სწორედ ისინი არიან გუნდის ლიდერები და თავისთავად ნიკოს დრო არ რჩება, თუნდაც შეცვლაზე შევიდეს მოედანზე. The Times-მა კრანჩარს ჰკითხა, უნდა თუ არა გადავიდეს “წითლების” შემადგენლობაში. “ეს არის ჩემი სურვილი” – განაცხადა ხორვატმა. როი ჰოჯსონს აპირებს იანვარში კლუბი საგრძნობლად გააძლიეროს, ასეთ ფეხბურთელად კი კრანჩარს თვლის. ნიკოს დირკ კიუტისა და ჯო კოულის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნა რომ გაუჭირდება ეს დღესავით ნათელია. 26 წლის ნახევარმცველს, პრემიერ ლიგაში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. ის “პორტსმუტის” რიგებში გამოდიოდა, მაგრამ 2009 წელს 2 მილიონად გადაიბირა “ჰოტსპურმა”. ჰარი რედნაპი ფეხბურთელს £ 7 მლნ-ს აფასებს და ვნახოთ როგორ მორიგდებიან მხარეები. გარდა “მერსისაიდელებისა” კრანჩარი “ევერტონსა” და “ნიუკასლს” უნდა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts