planetanews Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif უილიამ დანბარი გასულ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი ოცი ადამიანი დააკავა უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაკავებულები რომელთაგან ყველა საქართველოს მოქალაქეა, ეჭვმიტანილები არიან იმ აგენტურული ქსელის წევრობაში, რომელიც მოსკოვს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. დაპატიმრებების შესახებ ინფორმაციის ნამდვილობას, ანონიმურობის პირობით მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ადასტურებს. ინციდენტი, როგორც სჩანს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, რომლებიც ორი წლის წინ ხანმოკლე ომში ებრძოდნენ ერთმანეთს. საქართველოს მაღალჩინოსნები მუდმივად საუბრობდნენ რუსეთის სპეც-სამსახურების მხრიდან არსებული საფრთხის შესახებ, იმ დროს როდესაც რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს ჩრდილო-კავკასიურ რეგიონში ისლამისტ მებრძოლთა მხარდაჭერაში. ამ წლის მარტში, ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა ორი რუსი სამხედრო საქართველოსთვის აგენტობის ბრალდებით გაასამართლა. მსგავსი შემთხვევების ვრცელ სერიაში, ეს ბოლო ასეთი შემთხვევა იყო. საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარი მომავალ კვირამდე არ გაკეთდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts