planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sagareosaqmeta-150x150.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. ჯამპაოლო დი პაოლამ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მაღალი პროფესიონალიზმი. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა მწუხარება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის თაობაზე. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების არსებულ დინამიკასა და ლისაბონის სამიტისთვის მზადების პროცესზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts