polter Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 გავა-წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას. დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება. ავადმყოფს ტკივილი მუდამ აქვს, მიუხედავად იმისა, დგას იგი, წევს თუ ზის. ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცემინების, ყოველგვარი მოძრაობის და ფეხის უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასეთი ავადმყოფი ძირითადად მწოლიარეა, საწოლში პოზა იძულებითია: წევს საღ გვერდზე, დაავადებული კიდური მოხრილი აქვს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ავადმყოს უჭირს საწოლში გადაბრუნება, სკამიდან ადგომა, იატაკიდან რაიმე საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა. მაგრამ სკამზე დაჯდომის დროს იგი საღ დუნდულზე ჯდება - დაავადებული ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის დროს, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას, სიარულის დორს კოჭლობს, ეყრდნობა მეორე საღ ფეხს. ხელის დაჭერა ნერვის მიმართულებით იწვევს ტკივილის გაძლიერებას. განსაკუთრებით მტკივნეულია ის ადგილები, სადაც ნერვი ძვალთან ახლოსაა მიბჯენილი, მაგალითად, მუხლქვეშა ფოსოში, მცირე წვივის ძვლის თავთან, დუნდულის ქვედა ნაოჭში. დაავადებულ მხარეზე აღინიშნება დაბუჟების შეგრძლება წვივისა და ტერფის მიდამოში ან ბარძაყის წინა ზედაპირზე. რადიკულიტის გარდა გავა-წელის არესა და ქვედა კიდურში ტკივილის ზოგიერთი სხვა დაავადებაც იძლევა, როგორიცაა - კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება), სპონდილიტი (ხერხემლის მალის დაშლა), ზურგის ტვინის სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები და სხვა. ამიტომ სავალდებულოა, რომ ავადმყოფი სათანადო სპეციალისტმა გასინჯოს. უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ის ხშირად გვაძლევს უტყუარ მონაცემებს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. ავადმყოფისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. იგი უნა იწვეს მაგარ საწოლზე, რისთვისაც ლეიბის ქვეშ უნდა დაიდოს ფიცრები ან დიქტი. ექიმის დანიშნულებით ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებები. კუნთებში უკეთდება ვიტამინი. რადიკულიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით ალოე - იღებენ 375 გრ. ალოეს ფოთლებს (3-5 წლიან, რომელიც არ უნდა მოირწყას წინა 5 დღის განმავლობაში). აჭრიან ეკლებსა და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გრ. ნატურალურ მაისის თაფლსა და 675 მლ. წითელ ღვინოს. ურევენ და დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას. მიღება: პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 1 საათით ადრე ჭამამდე. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით. პირშუშხა - მტკივნეულ ადგილას იდებენ პირშუშხას ფოთლებსა და წელს თბილად იხვევენ. ან ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ამ ფაფას საფენით იდებენ წელზე. გარედან კი თბილად იხვევენ. ბოლოკი - შავ ბოლოკს ხეხავენ კანიანად. წურავენ და მიღებულ წვენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს. სვია - იღებენ 10 გრ. სვიის გირჩებს, უმატებენ 200 მლ. მდუღარე წყალსა და ადუღებენ განახევრებამდე. ამ ნახარშს უმატებენ 4 წილ ძროხის ქონს ან ვაზელინსა და იზელენ მტკივნეულ ადგილებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
N&M Posted July 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 polter said: გავა-წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას. დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება. ავადმყოფს ტკივილი მუდამ აქვს, მიუხედავად იმისა, დგას იგი, წევს თუ ზის. ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცემინების, ყოველგვარი მოძრაობის და ფეხის უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასეთი ავადმყოფი ძირითადად მწოლიარეა, საწოლში პოზა იძულებითია: წევს საღ გვერდზე, დაავადებული კიდური მოხრილი აქვს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ავადმყოს უჭირს საწოლში გადაბრუნება, სკამიდან ადგომა, იატაკიდან რაიმე საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა. მაგრამ სკამზე დაჯდომის დროს იგი საღ დუნდულზე ჯდება - დაავადებული ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის დროს, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას, სიარულის დორს კოჭლობს, ეყრდნობა მეორე საღ ფეხს. ხელის დაჭერა ნერვის მიმართულებით იწვევს ტკივილის გაძლიერებას. განსაკუთრებით მტკივნეულია ის ადგილები, სადაც ნერვი ძვალთან ახლოსაა მიბჯენილი, მაგალითად, მუხლქვეშა ფოსოში, მცირე წვივის ძვლის თავთან, დუნდულის ქვედა ნაოჭში. დაავადებულ მხარეზე აღინიშნება დაბუჟების შეგრძლება წვივისა და ტერფის მიდამოში ან ბარძაყის წინა ზედაპირზე. რადიკულიტის გარდა გავა-წელის არესა და ქვედა კიდურში ტკივილის ზოგიერთი სხვა დაავადებაც იძლევა, როგორიცაა - კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება), სპონდილიტი (ხერხემლის მალის დაშლა), ზურგის ტვინის სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები და სხვა. ამიტომ სავალდებულოა, რომ ავადმყოფი სათანადო სპეციალისტმა გასინჯოს. უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ის ხშირად გვაძლევს უტყუარ მონაცემებს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. ავადმყოფისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. იგი უნა იწვეს მაგარ საწოლზე, რისთვისაც ლეიბის ქვეშ უნდა დაიდოს ფიცრები ან დიქტი. ექიმის დანიშნულებით ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებები. კუნთებში უკეთდება ვიტამინი. რადიკულიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით ალოე - იღებენ 375 გრ. ალოეს ფოთლებს (3-5 წლიან, რომელიც არ უნდა მოირწყას წინა 5 დღის განმავლობაში). აჭრიან ეკლებსა და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გრ. ნატურალურ მაისის თაფლსა და 675 მლ. წითელ ღვინოს. ურევენ და დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას. მიღება: პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 1 საათით ადრე ჭამამდე. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით. პირშუშხა - მტკივნეულ ადგილას იდებენ პირშუშხას ფოთლებსა და წელს თბილად იხვევენ. ან ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ამ ფაფას საფენით იდებენ წელზე. გარედან კი თბილად იხვევენ. ბოლოკი - შავ ბოლოკს ხეხავენ კანიანად. წურავენ და მიღებულ წვენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს. სვია - იღებენ 10 გრ. სვიის გირჩებს, უმატებენ 200 მლ. მდუღარე წყალსა და ადუღებენ განახევრებამდე. ამ ნახარშს უმატებენ 4 წილ ძროხის ქონს ან ვაზელინსა და იზელენ მტკივნეულ ადგილებს. ძალიან კარგადაა ახსნილი ყველაფერი,მაგრამ თუ შეგიძლიათ დაწეროთ რამე გულ-მკერდის რადიკულიტზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 (edited) N&M said: ძალიან კარგადაა ახსნილი ყველაფერი,მაგრამ თუ შეგიძლიათ დაწეროთ რამე გულ-მკერდის რადიკულიტზე? რადიკულიტის არსი მდგომარეობს ხერხემლის მალების დეფორმული დისკების მიერ ზურგის ტვინის ფესვების (radicul მაქიდან მოდის სახელი) მიჭ####ტვაში (კომპრესიაში, ცუდი არაფერი მიგულისხმია და რატო ჩაასწორა სწორედ ეგ იწვევს ტკივილის სიმპტომსიმის მიხედვით თუ ზურგის ტვინის რა დონეზეა დაზიანება ხდება სიმპტომების გამოვლინებათუ ეს დაზიანება გულმკერდის მალების დონეზე მოხდამოხდება გულმკერდის დონეზე ზურგის ტვინის ფესვების კომპრესია და ტკივილი შესაბამის არეშიმკურნალობა და მიდგომა ერთნაირია აბსოლუტურადარსებითი განსხვავება არ არის Edited October 31, 2009 by utilizatori Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 poltergeisti said: რადიკულიტიმე მქონდა ასე თვრამეტიოდე წლის წინ : ვარჯიშის დროს მივიღე ტრამვა და... ძალიან შემაწუხებელი ტკივილი იცის, წელიდან იწყებოდა და ფეხზე გადიოდა, განსაკუთრებით მუხლს ქვემოთ კოჭთან. სიარულს მიშლიდა, ვკოჭლობდი ფაქტიურად. რამდენიმე თვეში გამიარა, მკურნალობამ და განსაკუთრებით ზღვამ მიშველა. არანაირი შედეგი არ დაუტოვებია საბედნიეროდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 გარდატეხის ასაკში შეიძლება რო დამემართოს ? თუ ეგ უფრო წლები რო ემატება ადამიანს მერე იცის ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 poltergeisti said: რადიკულიტიპერიოდულად მემართება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 SHARI SHARI said: გარდატეხის ასაკში შეიძლება რო დამემართოს ?მძიმე წონას თუ აწევ შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 Saturn მძიმე წონის აწევა აკრძალული მაქვს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 SHARI said: მძიმე წონის აწევა აკრძალული მაქვს..რატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ურეკის ქვიშა შველისო, ასე რომ გვესტუმრეთ ხოლმე ზაფხულობიტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ჭანო said: ურეკის ქვიშა შველისო, ასე რომ გვესტუმრეთ ხოლმე ზაფხულობიტგერმანიაში გაქვს წაღებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 მე ერთმა ძაან ტაკოი მაზალო ცნობადმა თბილ-სახემ მასწავლა( და მაჩვენა) გაზეთი ედო წელზე და რადიკულიტს შველისო. ვინმეს გაგიგიათ? ბევრმა აუბა მაშინ მხარი მაგარი ეფექტურიაო ტიპოგრაფიული შრიფტის ნაჟური თურმე...ხოდა რადიკულიტი არასდროს მქონია( არც პრესა მაქვს) და ვერ დავდებ თAვს რომ მართAლია,,,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 Saturn რაღაც პრობლემები მქონდა... ნუ კაროჩე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.