Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პერ ეკლუნდმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/ambassador_head_of_delegation_per_eklund-150x150.jpgსაქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და აღნიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესის დაჩქარების აუცილებლობა.

 

ამის შესახებ განცხადება პერ ეკლუნდმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას გააკეთა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დღეს გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პერ ეკლუნდთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელიც საქართველოს დატოვებს 1 ნოემბერს.

 

შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის ისეთი მიმართულებების მიმდინარეობა, როგორიცაა მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე; გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში დროულად შესვლის მნიშვნელობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისმოსამზადებელი პროცესი და ოფიციალური მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობა; „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და სხვა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებაში პერ ეკლუნდის მიერ განხორციელებულ წვლილს, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...