planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით, საჩხერეში გოგონებს შორის მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი, რომელშიც საჩხერის და ჭიათურის რაიონების 8 საჯარო სკოლის უფროსკლასელ გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ, საჩხერის რაიონულმა პროკურორმა ზვიად ჩხიკვაძემ გახნა. ასპარეზობის პირველ დღეს 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ჩამპიონების ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ტუირნირი ორ კვირას გასტანს. ჩემპიონატის გამარჯვებული კი ფინალურ მატჩში, 5 ნოემბერს გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წევრები მედლებსა და სიგელებს მიიღებენ. სპეციალური პრიზები გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს, შეჯიბრების ჩემპიონები კი გარდამავალი თასით დაჯილდოვდებიან. სპორტული ღონისძიება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში გამოაცხადა დევიზით _ `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ.~ კამპანიის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისგან არიდებაა. ღონისძიება პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ეწყობა, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან ხორცილედება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts