planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/kobuladze8-150x150.jpgკულტურისა და ძეგლთა დაცვის ორგანიზებით 30 ოქტომბერს ასპინძაში სახალხო დღEსასწაული “შოთაობა” გაიხსნება.ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯდომარე დავიტ ბაქრაძე, ეპარქია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერია, საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომაადგენლები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აჭარის მწერალთა კავშირის წარმომადგელები და რეგიონალური უწყებების წარმოამდგელები მიიღებენ.ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები “ვარძია”, “მესხეთი” და ზეპირსიტყვიერების ოსტატები მიიღებენ.საზეიმო ცერემონიის შემდეგ ანსამბლი “ერისიონი” კონცერტს გამართავს.კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყობა სახალხო სეირნობა, სპორტული ღონისძიებები – ჭიდაობა, მკლავჭიდი, მშვილდოსნობა, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.სახალხო სეირნობა დასრულდება ფაცხებში, სადაც სტუმრებისათვის ასპინძის სოფლებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ადათ-წესების ჩვენება გიამართება.სახალხო დღესასწაული შოთაობა 1996-1998 წლებში ყოველწლიურად სოფელ რუსთავში “ვეფხისტყაოსნის” 800 წლისთავთან დაკავშირებით ტარდებოდა. ბოლო სამი წელია სანდრა რულოვსის პატრონაჟით დღესასწაული ტრადიციული გახდა.2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით “შოთაობის” დღესასწაულში მონაწილეობას ანსამბლი “ჩვენებურები” და “ზუმბა” იღებდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts