Jump to content
Planeta.Ge

დასავლეთში სტიქია მძვინვარებს


Recommended Posts

სოფელ ნარაზენში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომანქანა გაიტაცა

 

ხობის რაიონის სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

 

ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

 

გადაუღებელმა წვიმებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლიაც დააზარალა.

როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია სახლები, დახოცილია პირუტყვი, განადგურებულია ყანები.

დაზარალებულია ასევე ანაკლიაში მდებარე ლტოლვილთა კომპაქტური დასახლებები, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვიდა.

სამეგრელოს რეგიონში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს.

 

http://new.interpressnews.ge/ge/regioni/149322-gadaughebelma-tsvimebma-sofeli-anakliac-daazarala.html

 

პ.ს. წესით საგანგებო ვითარებაში უნდა მუშაობდეს მთავრობა.. ამ დროს კი...

 

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს, გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავიდნენ და შეშისა და ფქვილის დარიგების პროცესს დაესწრნენ.

 

მერე იტყვიან კორექტული უნდა იყოოო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო საქართველოში აგებენ ისთ გზებს, სადაც სანიაღვრეები არ არის

 

 

იმ დღეს ტატ–მა სთქვა,რომ თურმე გუბკასავით იწოვს ასვალტი წყალსო,დამგებს უთქვამს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათ გზების კეთება მხოლოდ ასფალტის დასხმა გონიათ, ხიდები და მდინარის კალაპოტი რაში

აინტერესებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

აუ იუესბი გამიფუჭდა და ვერ დავდებ აქ ჩემ გადაღებულ სურათებს, მარა ჩემ ეზოში ასფალტი დააგეს და განსაკუთრებით ტრასაზე, თმები ყალყზე დაგიდგება. სანიაღვრე და კანალიზაციის ლუკები სადაც იყო ყველაფერს ზემოდან გადააგეს ასფალტი და ეხლა სადაც გზა სწორია კოჭებამდე წყალი დგას და სადაც აღმართ-დაღმართია მდინარეები მოდის. პახოდუ მართლა რაღაცნაირი ასფალტია, ხორკლიანი და ეტყობა მართლა იწოვს წყალს, იმიტო რო მერე აგარ შრება ხოლმე კაი ხანი და იფშხვნება. ისე ეს ჩემი ეზო მაგარი პრიკოლია რა, გარეუბნები ეტყობა მაგრად კიდიათ და განსაკუტრებით დიდ ფულს აკეთებენ. ნუ ყველა არჩევნების წინ რო ახლიდან აგებენ ასფალტს და მერე 2-3 წვიმაში ფუჭდება მაგას მივეჩვიეთ უკვე კაი ხანია, მარა ერთხელ ამათ პრიკოლი ქნეეს? იმის დეეე... ერთი თვე აგებდნენ ასფალტს, რამდენიმე კილომეტრზე დააგეს, ჰოდა რო მორჩნენ 1 თვე იყო დარჩენილი არჩევნებამდე და 4 დღის დაგებული ასფალტი ათხარეს სულ მთლიანად და წყლის მილების გამოცვლა დაიწყეს. :)) :)) :)) ნუ ბორდიურები ცალკე თემაა, ესეთ ნაგავს სად შოულობენ არ ვიცი, თხლესავითაა ისე იფშხვნება და თან არც აბეტონებენ, ისე ტენიან ხის ჩაქუჩებით და ყრია ეხლა წაქცეულ-ჩაფშხვნილები აქა-იქ.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ჩემ ეზოში ასფალტი დააგეს და განსაკუთრებით ტრასაზე, თმები ყალყზე დაგიდგება. სანიაღვრე და კანალიზაციის ლუკები სადაც იყო ყველაფერს ზემოდან გადააგეს ასფალტი და ეხლა სადაც გზა სწორია კოჭებამდე წყალი დგას და სადაც აღმართ-დაღმართია მდინარეები მოდის. პახოდუ მართლა რაღაცნაირი ასფალტია, ხორკლიანი და ეტყობა მართლა იწოვს წყალს, იმიტო რო მერე აგარ შრება ხოლმე კაი ხანი და იფშხვნება. ისე ეს ჩემი ეზო მაგარი პრიკოლია რა, გარეუბნები ეტყობა მაგრად კიდიათ და განსაკუტრებით დიდ ფულს აკეთებენ. ნუ ყველა არჩევნების წინ რო ახლიდან აგებენ ასფალტს და მერე 2-3 წვიმაში ფუჭდება მაგას მივეჩვიეთ უკვე კაი ხანია, მარა ერთხელ ამათ პრიკოლი ქნეეს? იმის დეეე... ერთი თვე აგებდნენ ასფალტს, რამდენიმე კილომეტრზე დააგეს, ჰოდა რო მორჩნენ 1 თვე იყო დარჩენილი არჩევნებამდე და 4 დღის დაგებული ასფალტი ათხარეს სულ მთლიანად და წყლის მილების გამოცვლა დაიწყეს. :)) :)) :)) ნუ ბორდიურები ცალკე თემაა, ესეთ ნაგავს სად შოულობენ არ ვიცი, თხლესავითაა ისე იფშხვნება და თან არც აბეტონებენ, ისე ტენიან ხის ჩაქუჩებით და ყრია ეხლა წაქცეულ-ჩაფშხვნილები აქა-იქ.

ამას ვიძახი იმის მერე რაც ჭავჭავაძეზე დააგეს ასფალტი - არც ერთი სანიაღვრე არ დატოვეს ( მერე ამოთხარეს რიგის ქუჩის კუთხეში), შემდეგ აყარეს და კანალიზაციის გამოცვლა დაიწყეს არაყიშვილის კუთხეში, მთელი ტროტუარები აიყარა ( ფილები დააგეს) არც ეს იკმარესდა მთელი ჭავჭავაძის ტროტუარი ორივე მხარეს პარკინგად გადააქციეს - ისე დაგრიალებენ ტროტუარებზე მანქანები თუ ფრთხილად არ იქნები გადაგივლიან და დედასაც შეგაგინებენ. 55 სკოლასტან ხომ დიიიიიიიიდი პარკინგია ( ბოვშები როგორ დადიან მანდ არ ვიცი).

საარჩევნოდ დააგეს ასფალტი ეზოებში და გვერდით ქუჩებზე - ეხლა კავკასუსმა ამოთხარა და დალატკა ( კისერს მოიტეხავს ადამიანი), წვიმის მერე ლატკები ჩავარდა მიწაში.

 

შენ კიდე იძახი - გარეუბნებიო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...