Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "ჩემი და სააკაშვილის რეიტინგი ერთად იზრდება“


Recommended Posts

„აფციკა“, რომელსაც პრეზიდენტის პაროდიით ვიცნობთ, განათლებით იურისტია. ახლახან კი, ჯიპაში, მედიამენეჯმენტი დაამთავრა. მშობლებს უნდოდათ იურისტი შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ დღეს მხოლოდ კარგად შენახული იურისტის დიპლომით ინუგეშებენ თავს. „მოწოდებით იურისტი კი არა, იუმორისტი ვარ. ამ სფეროში უფრო კარგად ვგრძნობ თავს.

 

გაზიარება

[02:43 31-10-2010]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMyfYUQ6uDI/AAAAAAAAEKI/4VlvbvUkz5g/s200/mishaimitator.gifმოწოდებით იურისტები მშობლები არიან. მათი სურვილით დავამთავრე იურიდიული. ახლა დიპლომი აქვთ შენახული და სტუმრები რომ მოდიან, აჩვენებენ ხოლმე“.

მიშასთან ერთად მოვიდა

გიორგისაც იმდენი სტაჟი აქვს იუმორისტულ სფეროში, რამდენიც სააკაშვილს - პრეზიდენტობის. ფაქტობრივად „აფციკაც“ მიშას მოჰყვა. 16 წლის იყო ბოლო ზარზე პრეზიდენტის პაროდია რომ გააკეთა, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო.

„მაშინ მარტო პრეზიდენტის პაროდიას არ ვაკეთებდი, სხვადასხვა პოლიტიკოსების პაროდიებიც მქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რევოლუცია და მიშა აქტუალური იყო. მასზე ხუმრობა იქნებოდა მომგებიანი და გადავწყვიტე, რომ პაროდია გამეკეთებინა. შემოვდიოდი და დირექტორს, მის რაღაც მინუსებზე ვეჩხუბებოდი. ნაწილობრივ რეალური იყო, ნაწილობრივ - გამოგონილი. დირექტორს არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ ისე მესიამოვნა პუბლიკის ტაში, რომ, ალბათ, მაშინ მოვიწამლე პაროდიითაც და მაყურებლის წინ გამოსვლითაც.“

„რა მუდო ყოფილა“

მერე იყო „N შოუ“, „ლიმონი“, „ტელევიზორი“. ორი წლის წინ კი „ქლაბ შოუ“ და „კომედი შოუ“. ახლა რომ თავის ძველ ხუმრობებს უყურებს, საშინლად არ მოსწონს. „გამეცინა იმ იუმორზე, რასაც მაშინ ვაკეთებდი. აბა, ის რომ მომწონებოდა, ახლაც იგივე დონეზე ვიქნებოდი.

- კრიტიკა არ უყვართ ხოლმე. შენს შემთხვევაში როგორაა?- მე პირიქით, მიყვარს. ეს ხომ არ არის ჩემს ცხოვრებაში ბოლო ეტაპი. ამიტომ უნდა მაკრიტიკონ. თუ რაიმეს მიღწევა გინდა ცხოვრებაში, თუ ამბიციური ხარ, ეს საჭიროა.- რა დოზით ამბიციური ხარ?- ამბიციები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც, თან ღამეებს ვათენებდი და თან ვმუშაობდი. ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ ცხოვრებას მოვწყდი. ჯიპადან რომ მოვდიოდი, ვიჯექი და ხუმრობებს ვწერდი. მერე ვმეცადინეობდი. სხვა ყველაფერზე უარი ვთქვი და შესაბამისად, იმის ამბიციაც გამიჩნდა, რომ რაღაცას უნდა მივაღწიო ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით მეტი შრომა სჭირდება, ორი წელი არ ეყოფა. მანამდეც ვაკეთებდი რაღაცებს, შვიდი წლის განმავლობაში, თუმცა, რაც „კომედი შოუში“ ვარ, ასეთი დატვირთვით არასდროს მიცხოვრია. ამბიცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ოღონდ ზომიერად. მე ამ ეტაპისთვის რაც უნდა მქონდეს, ის მაქვს.- სტიმულს რომელი გაძლევს, ქება თუ კრიტიკა?- შექება კარგია, სასიამოვნოა, მაგრამ კრიტიკა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, მეტ მოტივაციას მიჩენს. მოტივაციას, როდესაც კარგავს ადამიანი, იმ საქმეში მის ყოფნას აზრი აღარ აქვს.- იუმორისტი ადამიანები ცხოვრებაში უჟმურები არიან... შენც ასეთი ხარ?- არა მგონია, რომ იუმორისტი უჟმური იყოს, მაშინ რატომ არიან ამ სფეროში? ადამიანი, რომელიც იუმორს ქმნის და სხვას ამხიარულებს, დღის ბოლოს ვერ იქნება მხიარული. ვიღაცამ სამსახურის მერე რომ მითხრას, მოდი, იხუმრეო, ამის შანსი არ არის. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე... ერთხელ ჩემი მეგობარი ჩაჯდა ტაქსში და მძღოლს უთქვამს: იმ დღეს აფციაური ჩამიჯდა და ეს რა მუდო ვინმე ყოფილაო. მგზავრობის დროს რა უნდა გამეკეთებინა, რომ მუდო არ ვგონებოდი მძღოლს? :))- მეგობრებთანაც არ ხუმრობ ხოლმე?- მეგობრებთან განტვირთვისთვის მივდივარ. ხუმრობის თხოვნა უფრო სუფრაზე იციან ხოლმე - მიდი, ერთი სადღეგრძელო გვითხარი სააკაშვილის პაროდიით.- ღიზიანდები?- გამაღიზიანებელი არ არის. რადგან ასე გეუბნებიან, ესე იგი, როგორც პაროდისტი მოსწონხარ.- „გაგიჭედია“ და არ გაგიკეთებია სუფრასთან პაროდია?- როგორ არა, არ გამიკეთებია და ამიხსნია, რატომ შეიძლება არ გავაკეთო, თან ისე, რომ არ წყენოდა. არ ვაწყენინებ ადამიანს, რომელსაც ჩემი პაროდია მოსწონს. ამიტომ მითქვამს, რომ ხვალ ან ზეგ არის გადაცემის ჩაწერა და გპატიჟებთ-მეთქი.

„მანერები არ შეუცვლია, უფრო დაამატა“

- მანერული თვალსაზრისით შეიცვალა პრეზიდენტი?- მანერები არ შეუცვლია, უფრო დაამატა.- რა დაამატა?- ახლა განსაკუთრებულად ხშირად იცინის ხოლმე. თუ კიდე დაამატებს რამეს, მეც დავამატებ. ახლა საინფორმაციოში თუ მოვკარი თვალი ვუყურებ ხოლმე. ადრე სპეციალურად ვჯდებოდი და ვუყურებდი, რომ დამეჭირა რაღაც ახალი. ბოლო დროს მირეკავენ და მიყვებიან, გუშინ ეს გააკეთა, დღეს ის გააკეთაო...- პირადად იცნობ?- არა, პირადად არ ვიცნობ.- არც მისი აზრი იცი ამ პაროდიის შესახებ?- არა, მსგავსი არაფერი ვიცი. ისე, ცუდი აზრი რატომ უნდა ჰქონდეს? სანდრო ცნობილაძის პაროდია გავაკეთე და მაინტერესებდა მისი აზრი. რომ ვნახე, მითხრა: ძალიან კარგი იყოო. მე მგონი პრეზიდენტიც სანდრო ცნობილაძის მსგავსად უნდა ფიქრობდეს. მეგობრებს ხშირად ვეკითხები აზრს. მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.- ახლა მაინც რომელია პრეზიდენტის ყველაზე პოპულარული ჟესტი და მიმიკა?- საუბრისას თითების მოძრაობა. ამაზე ტესტი რომ იყოს, ალბათ, უმაღლეს ქულებს ავიღებდი. პრეზიდენტის მიმიკებში შეიძლება მე უფრო მეტი ქულა ავიღო, ვიდრე პრეზიდენტმა თავისაში.- ბოლო სკეტჩი - რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუ მისი ნამდვილი ინტერვიუს მიხედვით გააკეთე?- თქვენს გაზეთს სამსახურში გადავავლე თვალი. საინფორმაციოშიც ვრცლად იყო გაშუქებული... და უცბათ გადაწყდა ამ სკეტჩის გაკეთება.

გვპასუხობს პრეზიდენტი

- გიორგი, მოდი ახლა მიშა სააკაშვილი იყავი და მისი პასუხები გაგვეცი. ბატონო პრეზიდენტო, ყვითელ პრესას რამდენად ეცნობით?- ყველაფერს ვეცნობი, რაც კი ხდება, თქვენ არ იცით თორემ. დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაფერია საჭირო, თუნდაც ყვითელი პრესა. რომ არ იყოს თავისუფალი პრესა, თავისუფალი მედია, მასმედია, მაშინ რაღა ამინდზე გვაქვს საუბარი და პრეტენზია?- სუში ისევ გიყვართ?- როდესაც ბევრს მუშაობ, უნდა ისადილო კიდეც. აქედან გამომდინარე მაშინ, როდესაც სადილი გადავწყვიტე, იყო სუში და ატეხეს მთელი ამბები.- რუსი ჟურნალისტები მოგეწონათ?- მე მგონი პროფესიონალები არიან. თვითონ ფაქტი არის კარგი, რომ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა. თან რუსი ჟურნალისტები, თან მოგეხსენებათ რა დაძაბული ურთიერთობაა ჩვენსა და რუსეთს შორის. რუსი ჟურნალისტები თვითონ რომ მიხვდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და თვითონ ენახათ საქართველოში რა ხდება და რა ეკონომიკური ბუმია, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია.- სობჩაკის მაისურმა არ გაგაღიზიანათ?- არა. არაფერი არ დამინახავს, მაისური არ ეცვა, შიგნით ეცვა რამე?

„გოგოები მოდიან და მიდიან“

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?- არაფერი, პირადი ცხოვრება არ მაქვს.- თუ პრესისთვისაც არ გაქვს?- პირადი არ მაქვს, შესაბამისად, პრესისთვისაც არ მაქვს.- რომ გქონოდა, არ დამალავდი?- არა, რატომ უნდა დამემალა?- გოგოები არ მოდიან გადაღებაზე და არ გეპრანჭებიან?- გოგოები მოდიან გადაღებაზე და ისევ მიდიან. სერიოზულად რომ ვფიქრობდე, ასეთი გოგო ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს.- სიყვარულს დრო სჭირდება?- დრო არ სჭირდება. ალბათ, ხშირი კონტაქტი უნდა იმ ადამიანთან. ხშირი კონტაქტი კიდევ მე ვერ მექნება. ამიტომ არ შემყვარებია ჯერ არავინ.- ამ მოუცლელობის გამო ხომ არ დაგიკარგავს ვინმე?- კი, ბევრი. ასეთ რეჟიმში ჩემთან რომ ჰქონდეს ადამიანს ურთიერთობა, ძალიან ძნელია. თუ ასეთ რეჟიმში ვინმეს შევუყვარდები, ე.ი. ნამდვილად ვუყვარვარ.

„პრეზიდენტის აღნაგობა რომ მქონდეს...“

- თმა შეიჭერი, მოგბეზრდა?- კი, გრძელი თმა მომბეზრდა.- და წონაში მოიმატე?- წონაში მოვიმატე და ამის შეცვლას ვაპირებ, ალბათ, ვარჯიშით, რადგან დიეტა არ გამომდის.- წონით უფრო დაემსგავსე პრეზიდენტს.- არა, ჩვენი პრეზიდენტი არ არის ძალიან მსუქანი. ადრე მახსოვს წონაში მოიმატა და ახლა გახდა. პრეზიდენტის აღნაგობა რომ მქონდეს, მაგისთვის არ ვჭამ ბევრს.- მანქანას პრეზიდენტივით სწრაფად ატარებ? თხილამურებზე დგახარ?- მანქანას მასავით სწრაფად ვერ ვატარებ, თხილამურებზეც ვერ ვსრიალებ.- შენს კონკურენტ მამუკა ლომაშვილს იცნობ?- მამუკას კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი ადამიანია. კონკურენტი არ არის. „იუმორინას“ პაროდიაში მამუკას პაროდია გავაკეთე და მითხრა, ძალიან მომეწონაო.- რაიმე დევიზის მსგავსი ხომ არ გაქვს ცხოვრებაში?- ჩემთვის მთავარია მიზანი.- ტელევიზიის დირექტორობა გინდა?- არა. დირექტორობა არ მინდა. მაგ თემაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან ჯერ დამწყები ვარ, ვსწავლობ და ჩემგან ამაზე ფიქრი ძალიან ამბიციური იქნება. ჯერჯერობით სწავლაზე ვარ გადართული. ვნახოთ მომავალში რა მოხდება.

ptpress.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-490673167827491121?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...