Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპული” მზადაა ევროპელების შესაძენად


Recommended Posts

http://a.pix.ge/d/aea03.jpg

 

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი უკვე ამზადებს თანხებს, რათა შეიძინოს “რომასა” და “მაიცის” ლიდერები და თავდამსხმელები, მარკო ვუჩინიჩი და ადამ სზალაი. ჰოჯსონის გუნდს შეტევაში ძალიან უჭირს. “ლივერპულის” განაცხადში მხოლოდ და მხოლოდ ორი გამოკვეთილი ცენტრ-ფორვარდია. საუბარი მაქვს ფერნანდო ტორესზე და დავიდ ნგოგზე. როი ამბობს, რომ იანვრის მერე “წითლების” შემადგენლობაში, მინიმუმ ოთხი თავდამსხემლი უნდა იმყოფებოდეს. 27 წლის მარკო ვუჩინიჩი შესაძლოა “მერსისაიდელ” გიგანტებს ეძვიროთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელი რომ უფრო მეტი ღირს, ვიდრე სუსტი, ამას ზედმეტი ლაპარაკი რათ უნდა. მარკოს ფასი 20 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ ნისლიანი ალბიონიდან ვუჩინიჩის სანაცვლოდ “მგლებს” 12 მილიონს გაუგზავნიან და ვნახოთ იქიდან რა პასუხს მიიღებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელმა შარშან გაახანგრძლივა კონტრაქტი რომაელებთან 2013 წლამდე. ჰოჯსონმა აღიარა, რომ ადამ სზალაის ყიდვა უფრო გაუიოლდება, მიზეზი კი არ დაუსახელებია. 22 წლის ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს ბუნდეს ლიგაში. ამ ფეხბურთელის სავარაუდი ფასი კი 2.5 მილიონია. ინფორმაციის წყარო: Metro

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...