Jump to content
Planeta.Ge

იტალიელი ექიმები სარგებლის მისაღებად ოპერაციებს ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებდნენ


Recommended Posts

იტალიელი ექიმები სარგებლის მისაღებად ოპერაციებს ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებდნენ

 

 

მილანში რვა იტალიელი ექიმი სამედიცინო აუცილებლობის გარეშე ოპერაციებს ატარებდა. როგორც გაზეთი "La Repubblica" იუწყება, წმ. რიტას საავადმყოფოს ექიმებმა დაახლოებით 80 ოპერაცია სამედიცინო აუცილებლობის გარეშე, სარგებლის მისაღებად ჩაატარეს. ოპერაციის დროს ექიმები პაციენტს ჯანმრთელ შინაგან ორგანოებს ჭრიდნენ.

 

ექიმებმა 88 წლის ქალბატონს ქირურგიული ოპერაცია სამჯერ გაუკეთეს, როცა ერთი ოპერაციის გაკეთებაც საკმარისი იყო. თითო ოპერაციაში ექიმები 12 ათას ევროს იღებდნენ. ამასთან 5 არასაჭირო ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა.

 

პაციენტებს ინტენსიური მკურნალობის კურსი იმისთვის დაუნიშნეს, რომ სამედიცინო ცენტრისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუფსიდია გაემართლებინათ.

 

კლინიკის წამყვან კონსულტანტს პიერ პაოლა ბრეგ მასონეს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრება. მასონეს ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

 

ამ ფაქტმა იტალიის ჯანდაცვის სისტემის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. მედიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ინციდენტი იტალიის ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს დაუკავშირა.

 

წყარო

 

აღარ მიკვირს ჩვენი ექიმების :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აღარ მიკვირს ჩვენი ექიმების

ისე მენტალურად ვინმე თუ დგას ჩვენთან ახლოს,ეს იტალიელები არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აღარ მიკვირს ჩვენი ექიმების

იქ კვალიფიციური ექიმები მაინც არიან.. აქ კი ჯობია არ გაეკარო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადმინ ბატონებო :)

 

ფორუმი დღეს ძლივს თოხნავს :)

ყოველ დაწკაპუნებაზე ამისამართებს counter.yadro.ru ზე ნახეთ სკრიპტებსი გაქვთ ეს.

 

რაც ეხება ექიმებს. იმ პროქტზე სადაც უფასო კონსულტაციებია რომ გწერდით http://www.geoanswer.net შემჭამეს რა ეს ერთი კვირაა "რატომ არ არის ფასიანი და გადაიყვანე ფასიანზე". ვხედავ ვიღაცეებს ვუშლით ხელს იმით რომ უფასო კონსულტაციებს ვაძლევთ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქ კვალიფიციური ექიმები მაინც არიან

კვალიფიციური ექიმი მოგატყუებს და გაგაკეთებინებს ტყუილად ოპერაციას თუ არაკვალიფიციური, ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიელი ექიმები სარგებლის მისაღებად ოპერაციებს ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებდნენ

იმიტომაც არ დავდივარ ექიმებთან :) თან სამედიცინოს წინ ვცხოვრობ უკვე 40 წელიწადზე მეტია და ჩემ თვალწინ ყალიბდებიან "ექიმებად" და, სულ რომ მიქელა მედგას თავზე იარაღით, წამოდი დროზეო, მაგათთან მაინც არ მივალ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა) ძალიან პოლიტიკური თემაა

ბ) კიდევ ერთი დადასტურება როგორი დავალება აქვთ მიცემული აქტივისტებს, ექიმების სახელის დიკრედიტაციისათვის

გ) კიდევ ერთი დადასტურება რომ ფორუმებზე შტატიანი თანამშრომელბი მუშაობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კვალიფიციური ექიმი მოგატყუებს და გაგაკეთებინებს ტყუილად ოპერაციას თუ არაკვალიფიციური, ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

:)

 

სხვაობა არის...

არაკვალიფიციური მოგკლავს...

კვალიფიციური ისე მაინც ამოგაჭრის, რომ შანსი მეტი გაქვს გადარჩენის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა) ძალიან პოლიტიკური თემაა

ბ) კიდევ ერთი დადასტურება როგორი დავალება აქვთ მიცემული აქტივისტებს, ექიმების სახელის დიკრედიტაციისათვის

გ) კიდევ ერთი დადასტურება რომ ფორუმებზე შტატიანი თანამშრომელბი მუშაობენ

ფორუმზე ველური დასავლეთის კანონები მოქმედებს. ყველამ თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს. ამიტომ მოდერაცია ეტყობა "ვერ ამჩნევს" ამ წაკლას მიერ ფორუმელთა მუდმივად შეურაცხყოფის ფაქტებს. ამიტომ proletari, ი.ნ.ხ. შენი მათხოვარი დედაც #######

 

P.S. რამდენჯერაც წაშლით ამ პოსტს, იმდენჯერ დავპოსტავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არიან კარგი ექიმები და არიან ცუდიც...

როგორც ევროპაში, ისევე საქართველოში...

შემხვედრია კარგიც და ცუდიც, როგორც ევროპაში ასევე საქართველოში...

ეს ჩვეულებრივი ამბავია...

 

მოკლედ რა მინდოდა მეთქვა, არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...