planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 საქართველოს საარჩევნო გარემოში ჯერაც რჩება რიგი ნაკლოვანებები მოსაგვარებელი, - წერს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი. კონგრესმა 2010 წლის 30 მაისს საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე მიიღო მოხსენება, რეზოლუცია და რეკომენდაციები. გერმანიის სოციალისტთა ჯგუფის წარმომადგენელის გუნტერ კრუგის მოხსენება კონგრესისა და ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის მიერ საქართველოში ჩატარებულ სადამკვირვებლო მისიის შედეგებს ეფუძვნება. კრუგი მიუთითებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყო ზეწოლისა და დაშინების, ასევე ადმინისტრაციული რესურსების კამპანიის მიზნებისათვის ბოროტად გამოყენების ფაფტები. მოხსენებაში ასევე ნათქვამია საკანონმდებლო ბაზისა და გასაჩივრების პროცესების ხარვეზებზე. კონგრესი ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს დადებითად აფასებს, პროფესიონალისზმის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის თავლსაზრისით. ,,არჩევნების წინარე პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო კონკურენტუნარიანი გარემო და ძირეული საკითხების გაშუქება. კამპანია წარიმართა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში’’. მოხსენებაში ასევე წერია, რომ ამომრჩეველთა სია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინა არჩევნებთან შედარებით, ხმის მიცემის პროცედურა წარიმართა მშვიდად და ორგანიზებულად. კონგრესი თბილისის მერის პირველ პირდაპირ არჩევნებს ევროპულ სტანდარტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ინფორმაციას მოხსენების შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო ავრცელებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts