Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვინ ჩაერთვება მალაიზიაში დაკავებული ქალების საკითხის გარკვევაში


Recommended Posts

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განაცხადება მალაიზიაში დაკავებულ ორი ქართველთან დაკავშირებით.

 

ბრიფინგზე ითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტრომ მიიღო ინფორმაცია დაკავებული ქალების ვინაობის შესახებ, თუმცა მათი ვინაობის გახმოვანებას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

 

ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებული ქალი არ აღიარებს დანაშაულს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინიტროსგან ამ მიამრთულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება, თუმცა თავადაც ცდილობს, დაკავებულ ქართველ ქალებს საკუთარი კონტაქტებით დაეხმაროს.

 

კერძოდ, ის დაუკავშირდა აზიის ქვეყნების ასოციაციას, რომელთაც თხოვა დახმარება, დაკავებული ქართველი ქალების საქმესთან დაკავშირებით.

 

მალაიზია იმ მცირე ქვეყნების რიცხვშია, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ასევე ეს ქვეყანა არ არის მიერთებული ძალიან ბევრ ადამიანების უფლებების კონვენციასთან.

 

აზიის ქვეყნების ასოციაციასთან დაკავშირების გარდა, როგორც ტუღუში ამბობს, იგი გეგმავს, რამდენიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას სპეციალური წერილით მიმართოს, მათ შორის, Human rights watch-ს და ამნესტი ინტერნეიშენალს.

 

სწორედ ამ უკანასკნელის 2010 წლის კვლევაშია მოყვანილი ის სტატისტიკა, რომელიც მალაიზიაში სიკვდილით დასჯას უკავშირდება. სხვადასხვა დანაშაულისთვის, მალაიზიაში 2008 წელს– 22, ხოლო 2009 წელს 50 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათ შორის, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულები.

 

ორშაბათს დაკავებული ქართველი ქალები სწორედ ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ბრალდებული და მალაიზიაში მოქმედი კანონის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

 

მოხდება თუ არა მათი ექსტრადირება საქართველოში, ცნობილი არ არის, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...