Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ახალი საინფომაციო პორტალი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის


Recommended Posts

დღეს, თბილისში, სასტუმრო ამბასადორში, დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის შექმნილი სიანფორმაციო პორტალ idpclub.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე „ამბასადორის“ ფოიეში გამოფინეს პანკისში ჩასახლებული ჩეჩენი ლტოლვილებისა და ასევე, შიდა ქართლში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელნაკეთი ნივთები.

 

აღნიშნული საინფორმაციო პორტალი შეიქმნა პროექტის – „საზოგადოებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა (გლუკი) და World Vision Austria-ს მიერ. პროექტი განახორციელა World Vision– საქართველომ.

 

პროექტის მენეჯერმა, ირინა სიგუამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა განათლებასა და საცხოვრებელ პირობებზე, კომპიუტერის შესწავლით, დისტანციური სწავლების, გადასამზადებელი ტრენინგების, შემოსავლების მომტანი შესაძლებლობებისა და სამეწარმეო უნარების ხელშეწყობით“.

 

ირინა სიგუას თქმით, World Vision–საქართველო შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებთან 2008 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობს. ამ რეგიონში განთავსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში შეიქმნა 9 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 3500 დევნილს ემსახურება. დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა პანკისის ხეობაში. აღნიშნულ ცენტრებში მოსახლეობა სხვადასხვა ხელობასა და სპეციალობას ეუფლება. მაგალითად, დევნილ მოსახლეობას აქ შეასწავლეს IT ინჟინერია, კომპიუტერული საოფისე პროგრამები, ინგლისური ენა, პროექტების წერა, თიხის, მატყლისა და თექისგანს ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ. ირინა სიგუას ინფორმაციით, წლის ბოლომდე ბენეფიციართა რაოდენობა 1300-ს მიაღწევს.

 

World Vision-ის საზოგადოებრივ ცენტრებში უახლოეს მომავალში განთავსდება დამატებითი კომპიუტერები, რათა მოსახლეობამ უფრო აქტიურად შეძლოს ინტერნეტრესურსების გამოყენება და ხელი მიუწვდებოდეთ idpclub.ge-ზე გამოქვეყნებულ მათთვის განკუთვნილ ინფორმაციაზე.

 

საინფორმაციო პორტალზე, ძირითადად, განთავსდება ინფორმაცია დასაქმებაზე (ვაკანსიები), CV-ის და სამოტივაციო წერილის ნიმუშები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, გრანტების და ფინანსების სხვადასხვა წყაროების, ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რჩევები და რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის კუთხით, ბიზნეს-გეგმის ნიმუში და დევნილებისთვის სასარგებლო სხვადასხვა ვებ-გვერდების ბმულები. პორტალზე რეგულარულად გამოქვეყნდება ყველა ის კანონი და ოფიციალური დოკუმენტი, რაც დევნილებსა და ლტოლვილებს შეეხება.

 

ვებგვერდზე არსებული ფორუმი უმასპინძლებს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და სააგენტოებს, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გამოცდილება და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე.

 

idpclub.ge-ზე ასევე განთავსდება მონაცემთა ბაზები იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დევნილთა საკითებით არიან დაკავებული და ამ სფეროში მოღვაწეობენ. ეს საქმეს გაუმარტივებს ჟურნალისტებს. ინფორმაცია მათთვისაც გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება.

 

ირინა სიგუას თქმით, დღემდე ამ ორგანიზაციებს შორის ნორმალური კონტაქტი არ არსებობდა და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხშირად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდნენ. ახლა კი კოორდინირებული საქმიანობით და ერთობლივი პროექტების დახმარებით, მას იმედი აქვს, რომ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ.

 

 

 

/get_img?NrArticle=2968&NrImage=1

 

Image 2516

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...