planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 საკრებულოს წევრი,კობა დავითაშვილი უკანონოს უწოდებს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,რომელზეც მსჯელობა დღეს მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა თბილისის საკრებულოში. საქმე ეხება პროექტს, სამარშუტო ტაქსების სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის განსაზღვრას, წესების შემუშავებას და მის დამტკიცებას. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, საკრებულომ 32 ხმით,5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა წესი,რომლის მიხედვითაც მერია სამარშუტო ტაქსების სამგზავრო გადაყვანის ნებართვის წესებს თავად შეიმუშავებს და თავადვე დაამტკიცებს. კობა დავითაშვილის ინიციატივა იყო,რომ საკრებულოს დაემტკიცებინა მერიის მიერ შემუშავებული წესი,თუმცა კენჭისყრის შედეგად, აღნიშნული ინიციატივა არ მიიღეს. დავითაშვილი და ხიდაშელი არ ეთანხმებიან საკრებულოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. დავითაშვილი ამბობს,რომ საკრებულომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მისთვის კანონით მინიჭებული უფლება შეიზღუდა. ის ამბობს,რომ ქალაქის შესახებ კანონში, განსაზღვრულია,რომ საკრებულოს პრეროგატივაა წესების და დამტკიცება და არა თბილისის მერიის. დავითაშვილი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 მერია სამარშუტო ტაქსების სამგზავრო გადაყვანის ნებართვის წესებს თავად შეიმუშავებს და თავადვე დაამტკიცებს.ძალიანაც კარგი . აი ასეა ,როცა ელიტის მარიონეტებს სვავთ მათი სახელმწიფო ხარჯებით მეცენატობის წყალობით.უარესების ღირსი ხარ ერო ჩემო :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.