planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/tortladze2-150x150.jpgანტიკრიზისული საბჭო ამ წუთებში სპორტის შესახებ ახალ კონცეფციას განიხილავს, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალების მიერ არის შედგენილი და ახლებურად განსაზღვრავს სპორტული მოძრაობის განვითარებას საქართველოში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს ხელმძღვანელმა გია თორთლაძემ განუცხადა. თორთლაძის თქმით, ის მიდგომები, რაც არსებობდა საქართველოში ათწლეულების განმავლობაში სპორტული აღზრდის მხრივ, დღეს ვეღარ ფუნქციონირებს და ეს მიმართულება ძალზედ ცუდ მდგომარეობაშია. დეპუტატის განმარტებით, ახალი კონცეფცია მოწონებულია განათლებისა და სპორტის სამინისტროების მიერ. ძირითადი არსი მდგომარეობს კლუბულ სისტემაზე გადასვლაში. კერძოდ, სკოლებში შეიქმნება სპორტული კლუბი, რომელსაც უხელმღვანელებს სკოლის დირექტორი და იქნებიან გაერთიანებული სკოლის მოსწავლეეები. კლუბებს ექნება თავისი პრიორიტეტები. ჩატარდება შეჯიბრებები სკოლებს შორის. ასეთ კლუბებს ექნებათ თავიანთი დროშა და გერბი. ,,ასეთი სისტემა მოქმედებს ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. მოსწავლეებს კი ექნებათ მეტი სტიმული თავისი სკოლის კლუბის ინტერესების დასაცავად”, – აღნიშნა თორთლაძემ. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მიწვეული არიან საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტული ეროვნული ფედერაცია, სპორტის ექსპერტი თამაზ თევზაძე, სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გალდავა, პარლამენტის კომიტეტთან არსებული ექსპერტთა საბჭო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts