planetanews Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sagareo1-150x150.jpgმალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ გააკეთა. საგარეო უწყებაში დღეს, დაკავებულებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ტაბატაძის განცხადებით, დაკავებულების სასამართლო პროცესი 3 ნოემბერს გაიმართება. “ ცნობილია რეისი რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში გაემგზავრნენ. დაკავებულები ტურისტული ვიზით სტამბული-კამერონი- მალაიზია წავიდნენ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, მათი განცხადებით, უცნობმა პიროვნებებმა სთხოვეს ჩანთების წაღება და არ იცოდნენ რა გადაჰქონდათ”,- განაცხადა ტაბატაძემ. მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს სასამართლო პროცესზე არ ეყოლებათ ქართველი დამცველი, იმის გამო, რომ საქართველოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიაში ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადატანისთვის დააკავეს. მალაიზიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს მეტაფიტამინი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა გადამალული. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა და ის პირიც დაასახელა, ვისგანაც მეტაფიტამინი შეისყიდა. მალაიზიის კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს. ადგილობრივ მედიაში საერთაშორისო სინდიკატზე საუბრობენ, რომლის წევრებიც, შესაძლოა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეებიც იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყება დაკავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ მათი ასაკი – ერთი 26 წლისაა, ხოლო მეორე 37–ის იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts