polter Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 სიტყვა ალერგია გამოხატავს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას სხვადასხვა ნივთიერების მიმართ, რაც თავისებური ავადმყოფური რეაქციებით გამოვლინდება (კანისა და ლორწოვანი გარსის გამონაყარი, სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ბრონქული ასთმა, ანაფილაქსიური შოკი და სხვა). ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას ალერგენი ეწოდება. საერთოდ ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს ყოველგვარი მანამდე უვნებელი ნივთიერება, ზოგჯერ კი ფიზიკური ფაქტორი, მაგალითად, სიცხე, სიცივე. ალერგია შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმში ალერგენის უმცირესი რაოდენობით მოხვედრის შემდეგაც. ალერგენთა უმეტესობა ორგანიზმში ხვდება ინჰალაციური ე.ი. სასუნთქი სისტემის გზით. მათ რიცხვს მიეკუთვნება: სხვადასხვა მცენარეებისა და ოთახის მტვერი, ბალიშის ბუმბული, ადამიანის ქერტლი, შინაური ცხოვენების ბეწვი, აკვარიუმის თევზების მშრალი საკვები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა. ალერგიის ნაწილი ორგანიზმში ხვდება ალიმენტური, ე.ი. კუჭ-ნაწლავის გზით. ეს უპირატესად კვებითი ალერგენებია. პოტენციურად ძლიერ კვებით ალერგენებს მიეკუთვნება: კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, ხენდრო, ციტრუსები, ნიგოზი, ხორცის ნახარში, კაკაო, ყავა, ადუღებული რძე, თევზეული და სხვა. ზოგადი და ადგილობრივი ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს კანთან და ლორწოვანასთან ალერგენის კონტაქტის გზითაც. ასეთებია სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, შეღებილი ბეწვეული და სხვა. ფართოდაა გავრცელებული მედიკამენტური ალერგენები: პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი, ასპირინი, ანალგინი, ვიტამინები, შრატები, ვაქცინები და სხვა. ალერგიული დაავადებები არ მიეკუთვნება მემკვიდრულ დაავადებებს, რომელთა დროს გენი, რომელიც განაპირობებს ავადმყოფურ მდგომარეობას, გადაეცემა უშუალოდ მშობლებიდან. მაგრამ მხედველობაში მისაღებია ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა: მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით დაავადება, რომელიც აქვს ავადმყოფს, არამედ განწყობა სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა მიმართ, მაგალითად, თუ ავადმყოფს ბრონქული ასთმა აქვს. ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ბრონქული ასთმა, პოლინოზი (თივის ცხელება), მედიკამენტური ალერგია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted March 29, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2008 მე მაქვს ალერგია ანტიბიოტიკებზე, C ვიტამინზე :hm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
onee Posted April 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2008 მე მაქ ალერგია... რაღაცეები რო ცვივა ხეებს მწვანედ როა ყველაფერი... საშინელი ალერგია მაქ ხოლმე თვალებს ვერ ვაჰელ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted April 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2008 არანაირი ალერგია არ მაქვს ბედნიერი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted April 25, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2008 მე ალერგია არ მაქვს :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted April 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2008 ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted May 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2008 ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted May 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2008 მე მაქვს ალერგია ანტიბიოტიკებზე, C ვიტამინზე :hm:C ვიტამინზე ალერგია პირველად გავიგე მოიცა იმებნა C ვიტამინს ვერ იღებ თუ ბოსტბეული რომ შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს ვერ ჭამ მაგას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted May 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2008 რაც C ვიტამინს შეიცავს იმას ვერ ვჭამ. ან ვჭამ მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted May 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2008 ალერგია ყვეალაფერზე შეიძლება ქონდეს ადამიანსი, აგერ კაცი აჩვენეს მზის სხივებზე აქვს ალერგია და მარტო ღამით დადის გარეთ მერე აჩვენეს ერთს სითბოზე ქონდა ალერგია და მაცივარში ცხოვრობდა, მეორეს სიცივეზე როცა ტუალეტში გადიოდა 4 პალტოს იცმევდა საწყალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted May 9, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2008 რაც C ვიტამინს შეიცავს იმას ვერ ვჭამ. ან ვჭამ მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით...აუ ძალიან ცუდია და არაფერი არ შველის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted May 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2008 აუ ძალიან ცუდია და არაფერი არ შველის?სუპრასტინი ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted May 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2008 სუპრასტინი მოიცა მართლა თუ მეკაიფები? :rolleyes: ისე მართლა სუპრასტინი რისი წამალია ხო შეიძლება შენ C ვიტამინის დიდი რაოდენობა გაქვს და იმიტომ ვერ იღებ დიდი რაოდენობით მე ეგრე ვფიქრობ და შენი აზრი მაინტერესებს ამაზე :DDD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted May 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2008 როცა ალერგია მეწყება მე სუპრასტინს ვსვავ ხოლმე...მარტო C ვიტამინზე არ მაქ ალერგია... ასევე: გაზუფხულზე ხეები რო ყვავილობას იწყებენ, სიგარეტის ბოლზე, მძაფრ სუნამოებზე და ზოგეირთ ყვავილზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted May 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2008 აუ ძალიან ცუდია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.