Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ახალი ინიციატივა ორი ტიპის რეზერვის შესახებ


Recommended Posts

თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ახალ ინიციატივაზე ორი ტიპის რეზერვის შექმნის შესახებ ერთდროულად იმუშავებენ. ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ვაზიანში გახდა ცნობილი.

 

ინიციატივის თანახმად, ერთი იქნება საარმიო რეზერვი, რომელსაც სახმელეთო ძალების წარმომადგენლები მოამზადებენ, ხოლო მეორეს, საგანგებო სიტუაციების მართვასა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხებზე მუშაობა დაევალება. მეორე რეზერვს ამჟამინდელი გვარდიის გარდაქმნის, სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციების გაზრდის შედეგად მიღებული დეპარტამენტი მოამზადებს.

 

,,გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით; სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი აკეთებდა, უკვე აკეთებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა, მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა, რაც უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს,“ – ამბობს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

 

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის, პრაქტიკულად, თავიდან შექმნას ნიშნავს, რადგან ასეთი სისტემა ჩვენთან თითქმის არ არსებობს.

 

ინიციატივის განხორციელებისათვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს.

 

გასვლითი სხდომა ვაზიანში გუშინ გაიმართა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...