ირაკლი75 Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 რაც თავი მახსოვს, სულ ჩუმად ვარ...90-იანი წლებიდან. პიველად გავჩუმდი 1991 წელს, მაშინ, როდესაც ჯერაც ყმაწვილს, მითხრეს, რომ არ ღირდა ჩარევა ომში, რომელშიც გამარჯვებული არავინ იქნებოდა. ვიყუჩე! მართლებიც იყვნენ - აქეთ და იქით ჩემი ძმაკაცები იდგნენ, ვერც ერთს ვერ ვესროდი... ან კი რა ვიცოდი საერთოდ სროლა! მერე გავჩუმდი 1992 წელს... კიტოვანმა და შევარდნაძემ ჯარი რომ შეიყვანეს აფხაზეთში, მინდოდა მეყვირა, რომ ასე არც რკინიგზას იცავენ და არც მომწიფებულ კონფლიქტს აგვარებენ, მაგრამ... მაგრამ გავჩუმდი! აბა, მე ვინ მეკითხებოდა! მერე გავჩუმდი ხუთჯერ თუ ექვსჯერ... იქნებ მეტჯერაც... შევარდნაძისთვის მინდოდა მეთქვა, რომ მოსკოვში აცურებდნენ... მაგრამ, ვიფიქრე, რომ „ამოტოლა“ დიპლომატ კაცს ჩემზე კარგად მოეხსენებოდა, რასაც იქმოდა და... გავჩუმდი მაშინ, როდესაც ქვეყანას აწ გარდაცვლილი ჯაბა იოსელიანი მართავდა... მეგონა, დროებითი იყო და... ვაცადე... მერე გვჩუმდი მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ და მოდიოდნენ ფაქტობრივად რუსები... ტაქტიკაათქო, ვიფიქრე! მერე გავჩუმდი ზვიად გამსახურდია რომ მოკლეს მაშინ... რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ყვირილს, რომ ეს ტყუილი იყო. მერე გავჩუმდი ასლან აბაშიძე რომ ლამის პირველი კაცი გახდა... თეთრი მელი მალე „მოუყომარებს“ მეთქი, ვფიქრობდი. მერე გავჩუმდი მაშინ, როდესაც... ამერია სათვალავი და ქრონოლოგია... მოკლედ, ვდუმდი მაშინაც, როდესაც ოქრუაშვილი გახდა „ასლან აბაშიძე“, ანუ „პირველი“ და მაშინაც, როდესაც ოქრუაშვილი ჯერ დასაჯეს, მერე გაუშვეს... და ახლა კვლავ სჯიან. ნინო ბურჯანაძეზე ხომ გავჩუმდი და გავჩუმდი... - ასეა საჭირო-თქო - „მესმოდა“ სააკაშვილის. გავჩუმდი თავდაცვის ლამის ყველა მინისტრზე... განსაკუთრებით სააკაშვილის ეპოქიდან. გავჩუმდი მაშინ, როდესაც ლატარიის კომპანია ერთ-ერთმა ნამინისტრალმა მოიგდო ხელთ და მას ცნობილი ლიბერტალიანელი უწოდეს. გავჩუმდი მაშინ, როდესაც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება „დალიე ეს ფსოუს წყალიათი“ სცადეს... ან როდესაც განაიარაღეს „მონადირე“ - კოდორის ხეობის ჭიუხ - ბილიკების მცოდნეთა ასეული. გავჩუმდი სვანეთში მიცვალებულების ძვლები რომ მიუყარეს... გავჩუმდი 7 ნოემბერს... რუსთაველზეც გავჩუმდი, რიყეზეც და „იმედშიც“. ვაზაგაშვილსა და გამცემლიძეზეც გავჩუმდი... და გირგვლინზე კიდევ... მისაბუთებდნენ, რომ ამ ახალგაზრდების ამბავს „პრორუსი“ ოპოზიცია იხვევდა ხელზე და ... ამიტომაც ღირდა გაჩუმება. გავჩუმდი, როდესაც ბენდუქიძის შემდეგ დამინიშნეს ეკონომიკის არაფრისმცოდნე მინისტრები. გავჩუმდი ლარის ინფლაციისას და ინფლაციის შედეგად მომრავლებული შეჭირვებულების ყურებისას. გავჩუმდი მე რომ არ მომწონს ისე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე... ყველაზე, შევარდნაძიდან დღემდე! გავჩუმდი მედიაში მომრავლებულ უაზრო სიუჟეტებზე... კიდევ მომრავლებულ სერიალებზე, უცნაურ და უგემოვნო შოუებზე... გავჩუმდი მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ბანკმა „გამყვლიფა“, თან - უსამართლოდ! გავჩუმდი „უსამართლო“ რეფორმებისას. გავჩუმდი და გავჩუმდი! ვინც იყუჩა, იმან მოიგოო მითხრეს... და ახლაც ვდუმვარ. ვდუმვარ და არც მომავალში ვაპირებ ყვირილს... ჯერ ერთი, რაღაცეები მართლა მომწონს და ჩემი საკრიტიკო აბა, რა აქვს თუ ხელიუფლებას და თუ საზოგადოებას ზოგადად... მეორე, რაც არ მომწონს, იმის კრიტიკა რომ დავიწყო, მყის მომეტმასნებიან ტიპები, რომლებიც რუსეთთან ერთმორწმუნებაზე ჩამომიგდებენ სიტყვას და, არ მინდა! მესამე და იქნებ ყველაზე მთავარი - კი ამბობენ, არ მეშინია, არ მეშინიაო, მაგრამ, მეშინია... ტელეფონში ჩემი ხმა რომ მეორდება, სულ მგონია, რომ მისმენენ... რომელიღაც ეტაპზე, სადღაც ფინანსური დარღვევაც მაქვს და, მგონია, რომ გამიხსენებენ... „პლანი“ ბოლოს 2004 წელს მოვწიე (ნარკოტიკი არასოდეს მომიხმარია), მაგრამ, აგე, ჩემი ახლობელი სწორედ ნარკოტიკზე დაიჭირეს, ის კი სიგარეტსაც არ ეწევა 1993 წლიდან... მოკლედ, მეშინია! თან ბევრი მაინც იყოს ჩემნაირი“უცოდველი“ - გაიხედავ - აქეთ ოქრუაშვილია, იქით - ბურჯანაძე... მარცხნივ - კონფორმისტები, მარჯვნივ ულტრაკონფორმისტები... გავჩუმდე უნდა - „სტატეგიული მოთმინება“ ჰქვია ახლა ამ დუმილს? საღოლ იკა ,ამ ერთ წერილში ბევრი რამე გამახსენე ..მოვლენები რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიტვანა რაშიც ეხლა ვართ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ირაკლი75 წესით რაღაც ლინკი მაინც უნდა დაგედო თუ სხვისია, საკუთარია თუა გვითხარი. თემას რაც შეეხება – ასეთი გაჩუმება ჩემი აზრით კონფორმიზმის კლასიკური ნიმუშია. – კონფორმისტი კი სხვა არაფერია თუ არა ლაჩარი და ეგოისტი. – ლაჩარი და ეგოისტი ქვეყნისთვის გამოუსადეგარია. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 წესით რაღაც ლინკი მაინც უნდა დაგედო თუ სხვისია, საკუთარია თუა გვითხარიanalgin სათაურშივე დავწერე რო fb-დან არი წერილი;ლინკს ავტორის ნებართვის გარეშე ვერ დავდებ; ასეთი გაჩუმება ჩემი აზრით კონფორმიზმის კლასიკური ნიმუშია. დიდი ხანია ვიცნობ ამ წერილის ავტორს, ჭეშმარიტი ტაბლოიდია , ოღონდ ვერასოდეს ვერ დაუმუღამებ როდის ღადაობს და როდის ამბობს სიმართლეს და სად რას აქსოვს ესეც ეგ შემთხვევაა :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 (edited) თბილისურად ასეთ ტიპს პროჭი ქვია :nekro:ზოგდერბრგადნიკი ამ ტიპთან შედარებით არის კაცური კაცი და ზონდერს უფრო ვენდობი ვიდრე მაგ პროჭს იმიტომ რომ ზონდერს შეიძლება ტვინი გადაუტრიალეს და თქვას, ეეეე, მიშA და ვანო თქვენი დედებსაც შ... აი პროჭი კი, ყოველთვის პროჭად დარჩება, მორჩილი თვალებით და ჩაჯმული ღიმილით, ყოველთვსი მოელაქუცება ამა სოფლითა ძლიერებსრომ თავის უშინაარსო, პროჭული ცხოვრება გაიხანგრძლივოს Edited October 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ვახ..რატო მეინტრიგება ეს კაცი ვინმემ ამიხსენით რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ირაკლი75 ტაბლოიდი აქამდე იაფფასიან, ბულვარულ გამოცემას (გაზეთებს, ჟურნალებს) ნიშნავდა და შეიცვალა ეხლა მნიშვნელობა და ადამიანებზეც ხმარობენ? პრინციპში მე დასკვნა გამომაქვს, რომ ტიპი ან თავის თავს ეკაიფება ან ვიღაც სხვას და უბრალოდ პირველ პირში წერს. ყოველ შემთხვევაში ბოლო ფრაზა ამას მაფიქრებინებს, თანაც ბრჭყალებში უწერია... გავჩუმდე უნდა - „სტატეგიული მოთმინება“ ჰქვია ახლა ამ დუმილს? აი, მაგ ფრაზის წინ კი თვითონვე ანამიოკებს კონფორმიზმზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 analgin მე ცოტა "დაფარული იუმორით" წავიკითხე ეს წერილი; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 analginSiknadmoრა გჭირთ ხალხო... შავით თეთრზე წერია რისი თქმაც უნდა ავტორს ირაკლი75მე ცოტა "დაფარული იუმორით" წავიკითხე ეს წერილი; რაის იუმორი და რა დაფარული, მამალი ტრაგედიაა და ძალიან სწორი მიგნება (რაღა მიგნება, ყველამ ვიცით, უბრალოდ ჩვენც ჩუმად ვართ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 (edited) analginSiknadmoრა გჭირთ ხალხო... შავით თეთრზე წერია რისი თქმაც უნდა ავტორსრა ვიცი, იმ საზოგადოებაში სადაც მე გავიზარდე ეგეთებს უკვე გითხარი რასაც ვეძახდით სხვათა შორის ეგ პრ... რუსებს რომ ასე მოიხსენეიბენ კიდევ, რომ დასჭირდებათ რუს ჯარისკაცს ჩექმებს დაუკოცნავენ, ეგეთი მასტები არიან რა ასეთი პრო.. არიან სწორად ის ხალხი, ვისი ხელითაც და თანხმობითაც ხდება ყოველგვარი უმსგავსობა Edited October 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 (edited) მისი სტრატეგია პრო.. ჭკუაზე სიარულია, რომ გადარჩეს და გააგრძელოს თავის პრ.. უღიმღამო არსებობა როგრც მატლმა სხვათA შორის ეგეთი პრ. იყო აქ ერთი რომელიც დევნილების გამოყრას ამართლებდათვალზე ცრემლით აბა რა, ეგრე უნდა იყოსოო Edited October 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 Siknadmoერთხელ კიდევ კარგად წაიკითხე, გთხოვ. რასაც შენ წერ, ეგ ყველაფერი უკვე იგულისხმება წერილში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 გავჩუმდი მე კიდევ წავედი... და დროზე გავასწარი აქაურ უპერსპექტივობას... (ისე სწორად აღწერე შენ საქართველოს რეალობა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ვეფხვი(ისე სწორად აღწერე შენ საქართველოს რეალობა) მეე? :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 asesino_141შენ არა... ირაკლიმ, თემის ავტორმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 რა ვიცი, იმ საზოგადოებაში სადაც მე გავიზარდე ეგეთებს უკვე გითხარი რასაც ვეძახდით სხვათა შორის ეგ პრ... რუსებს რომ ასე მოიხსენეიბენ კიდევ, რომ დასჭირდებათ რუს ჯარისკაცს ჩექმებს დაუკოცნავენ, ეგეთი მასტები არიან რა ასეთი პრო.. არიან სწორად ის ხალხი, ვისი ხელითაც და თანხმობითაც ხდება ყოველგვარი უმსგავსობა იცნობ წერილის ავტორს , ეგეთ შეფასებას რო აკეტება ა? კიდე ერთხელ გიმეორებ ცოტა იუმორით და ოდნავი სარკაზმით წაიკიტხე ეგ წერილი; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.