planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/7791_4c1b523b3f873-150x150.jpgხვალ, 15:00საათზე თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები 14 საკითხს განიხილავენ. როგორც ,,ექსპრესნიუსს” საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე ტარიელ ხიზანეიშვილისთვის თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის დანიშვნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, დეპუტატები თბილისში რამდენიმე ქუჩის გადარქმევის საკითხსაც განიხილავენ. ასევე, საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეების და თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts