planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqsasamartlo1-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით, სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანის და სხვა 12 პირის სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმწ წუთის წინ, სუბელიანის აღმკვეთი ღონისძიება შესახებ მსჯელობისას განაცხადა. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიება შესახებ მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, პროცესის გახანგრძლივება დაცვის მხარის არაერთმა შუამდგომლობამ გამოიწვია. დაცვის მხარემ მოითხოვა 12 დაპატიმრებულ პირს სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე გირაო შეუფარდოს. თავის მხრივ ბრალდებამ მოითხოვა 12 პირის პატიმრობის შეფარდება. სხდომას მოსამართლე ნატო ხუჯაძე უძღვება. პროცესს ყველა დაკავებული მათ შორის ვახტანგ სუბელიანიც ესწრება. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს შპს “ამოს”, შპს “გრანდის”, შპს “ვ.ვ. ოილის”, შპს “ნეროს” თანამშრომლები, მათ შორის სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანი. ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე.გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. “ქართულ პარტიაში” ვახტანგ სუბელიანის დაკავებს, სოზარ სუბარის პოლიტიკურ დევნად აფასებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts