Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 29 ოქტომბერი


Recommended Posts

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება და მათ სიმინდის პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მის: ოზურგეთი, გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზი.

საკონტაქტო პირი ლელა თავართქილაძე 899 42 42 10

 

29 ოქტომბერს, 10.00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

 

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” ეწვევა

 

29 ოქტომბერს, 10.30 საათზე, მცხეთაში, წინამძღვრიანთკარში, “ქრისტიან–დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი და პედაგოგები პროფესიული სასწავლებლის გაუქმებას გააპროტესტებენ.

 

29 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ევროპის ქრისტიან პოლიტიკოსთა ახალგაზრდული კავშირის რეგიონული კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერები დაესწრებიან.

მის: მეტეხის აღმართი #3(სასტუმრო “ძველი მეტეხი”)

 

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს.

მის: კოსტავას №25

საკონტაქტო პირი მარიკა გორდელაძე – 899 33 16 64

 

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გლდანის #8 საპყრობილესთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: “პატიმრებისა და ადვოკატების უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივად ირღვევა”.

 

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრ მილან როჩენს შეხვდება.

 

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე ბიზნეს ასოციაციის 10 წევრ კომპანიას სერტიფიკატებს გადასცემს.

მის: კ. მარჯანიშვილის ქ. #5, IV სართ., ოთახი #406

 

29 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ესტუმრება.

 

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფის წევრები დამწვრობის ცენტრში (კუკიის დასახლება) დევნილ ქალბატონს მოინახულებენ.

 

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

29 ოქტომბერს 12:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

29 ოქტომბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ცაგარელის #74

 

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “შენიღბული რეიტინგების სინამდვილე”.

 

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაზეთი “პრაიმ-თაიმის” ჟურნალისტთა კითხვებს პირველი ქართული სამხედრო სერიალის K-17 –ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი (კიკალა) უპასუხებენ.

 

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან მცირე მეწარმეების აქცია გაიმართება.

 

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იყალთოში, მონასტერში შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი შეაფასებენ.

 

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” ოფისში გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების ინტერპარტიული შეხვედრა, სადაც პროექტის – “ქართველი ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში” – მეორე ეტაპზე იმსჯელებენ.

მის: ლვოვის ქ. #82

 

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება.

თემა: `საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა~.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი

 

29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” დუშეთის რაიონში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კანდელაკის ქ. #55

 

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი და მოძრაობის წევრი მანუჩარ თირქია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: “მოძრაობის წევრზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარის ყოფილ დეპუტატობის კანდიდატ მანუჩარ თირქიაზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული შანტაჟის ფაქტები”.

მის: ლვოვის ქ. #56

 

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, ქარელის ძიუდოს სპორტსკოლას დაათვალიერებს.

 

29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვა პოლიტიკური პარტია შეხვედრას გამართავს საინიციატივო ჯგუფთან, რომელმაც ქართულ მედიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად კანონთა პაკეტი შეიმუშავა.

მის: ჟ. კალანდაძის ქ. #3

 

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, გორის სპორტსკოლის კრივის დარბაზს დაათვალიერებს.

 

29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 

29 ოქტომბერს, 15.30 საათზე, “ქართული პარტიის” ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: პეტრიაშვილის ქ. #20(კაფე “პეტოცი”)

 

29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

 

29 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე კორკელიას პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართება.

თსუ-ის II კორპ; ოთახი #135; მცირე საკონფერენციო დარბაზი

 

29 ოქტომბერს, 17.00 საათზე, მცხეთის კულტურის სახლში საბავშო თეატრალური ფესტივალი “მაჩაბელა” გაიხსნება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...