planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqsasamartlo11-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 12 განსასჯელსაც. დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა განსასჯელებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი დააყენეს. ადვოკატებმა კი გირაოს სახით განსასჯელების გათავისუფლება ითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სუბელიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღმკვეთ ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა. დღევანდელ პროცესზე ასევე განსასჯელების ადვოკატებმაც დააყენეს გირაოს სახით განსასჯელების გათავისუფლების საკითხი. გირაოს თანხა 5000-დან 10 000 ლარამდე სახელდებოდა. დღევანდელ პროცესზე სულ 13 განსასჯელი იყო. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ: “გრანდის” დამფუძნებელ გოჩა ჩოკოშვილს, “გრანდის” დირექტორ ზურაბ ბასარიას, შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერს ვაჟა ლეკიშვილს, შპს “ამოს” მენეჯერ ვახტანგ სუბელიანს, “ევერ ოილის” მენეჯერ გიორგი ბიგანიშვილს, “მეროს” მენეჯერ დავით ეძგვერაძეს, ინდმეწარმე გია სესიტაშვილს, თემურ კურტანიძეს, ინდმეწარმე ილია აბასოვს, ილია ნინიკაშვილი, ალექსანდრე ბექაური, გიორგი რთველიძე და არისტაკ ხეჩუკიანი. დაკავებულებს ბრალი 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით აქვთ შეფარდებული, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts