planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/chkadua-150x150.jpgვახტანგ სუბელიანის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდება რატომღაც დაინტერესებულია ხელოვნურად დაამძიმონ ბრალდება. ამის შესახებ ადვოკატმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება ფინანსურ დანაშაულს და ეს არ არის განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის დანაშუალი, იმისათვის, რომ სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. “პროკურატურა ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს, თუ რატომ შეიძლება სუბელიანმა თავი აარიდოს გამოძიებას და ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებაში. ის ვერავიზე ვერ მოახდენს ზემოქმედებას ვინაიდან ჩვენებები უკვე მიცემულია,სუბელიანი არ არის ნასამართლევი, მისი წარსული არასდროს ყოფილა შებღალული, რის გამოც დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ის არ მიიმალება”,- განაცხადა ადვოკატმა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა სუბელიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 12 განსასჯელსაც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts