planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sasamartlo-150x150.jpg“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანისა და მასთან ერთად დაკავებული 12 განსასჯელის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე 13 განსასჯელი იმყოფებოდა, რომელთაგან უმეტესობამ თავი დამნაშავედ სცნო და ბრალი აღიარა. “გრანდის” დამფუძნებელმა გოჩა ჩოკოშვილმა ბრალი აღიარა, ადვოკატმა კი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო, ხუთიათასი ლარი დაასახელა, ბრალი ასვე აღიარეს ალექსანდრე ბექაურმა, რომლიც ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმეა და ადვოკატმა გირაო ხუთიათასი ლარი დაასახელა, შპს “გრანდის” დირექტორმა ზურაბ ბასარიამ, ინდმეწარმე ილია ნინიკაშვილმა და შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერმა ვაჟა ლეკიშვილმა. განსასჯელების: ზურაბ ბასარიას, ვახტანგ სუბელიანის და ვაჟა ლეკიშვილის ადვოკატებმა გირაოს თანხა ათი ათასი ლარი დაასახელეს. დანარჩენი განსასჯელების ადვოკატებმა კი ხუთიათასი ლარი. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე სიტყვა ითხოვა ვაჟა ლეკისვილმა, რომლის განცხადებით ვახტანგ სუბელიანი არაფერ შუაში არ არის. სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, ბრალდება რატომღაც დაინტერესებულია ხელოვნურად დაამძიმონ ბრალდება. მისი თქმით, საქმე ეხება ფინანსურ დანაშაულს და ეს არ არის განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის დანაშუალი, იმისათვის, რომ სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი 23 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს და 12 განსასჯელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში სულ 13 განსასჯელია. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ: “გრანდის” დამფუძნებელ გოჩა ჩოკოშვილს, “გრანდის” დირექტორ ზურაბ ბასარიას, შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერს ვაჟა ლეკიშვილს, შპს “ამოს” მენეჯერ ვახტანგ სუბელიანს, “ევერ ოილის” მენეჯერ გიორგი ხიზანიშვილი, “მეროს” მენეჯერ დავით ეძგვერაძეს, ინდმეწარმე გია სესიტაშვილს, თემურ კურტანიძეს, ინდმეწარმე ილია აბასოვს, ილია ნინიკაშვილი, ალექსანდრე ბექაური, გიორგი თხელიძე და არისტე ხეჩუკიანი. დაკავებულებს ბრალი 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით აქვთ შეფარდებული, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts