planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://a.pix.ge/d/ftzvw.jpg მომავალ კვირას “ლივერპულის” 18 ნომერი შესაძლოა “ენფილდზე” “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს, გვამცნობს – skysports-ი. კიუტმა ტრავმა მიიღო ჰოლანდიის ნაკრებში თამაშის დროს. ის უსწრაფესად პროგრესირებს და პროგრესირებს. აგერ მაგალითი იმისა, მას უწინასწარმეტყველეს, წელს ბურთს საერთოდ ვერ შეეხებიო და კაცი მზადაა 7 ნოემბერს “ჩელსის” წინააღმდეგ წითელი ფორმა ჩაიცვას. “დირკ კიუტი წარმოუდგენლად პროგრესირებს” – განუცხადა როი ჰოჯსონმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს. არის კიდევ ერთი კარგი ამბავიც – რაიან ბაბელის ტრავმა, როგორც ჩანს სერიოზული არ აღმოჩნდა და ის სულ მალე დაუბრუნდება მოედანს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts