Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) პაული 9 ივლისს მოკლესო…


Recommended Posts

http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=8f430dc5-8d64-44de-9f22-fa002b06d0d6.jpg&size=350როდის გარდაიცვალა პაული, საკითხავი, აი, ეს არის.

 

ლეგენადრული რვაფეხა პაული 26 ოქტომბერს გარდაიცვალაო, მაგრამ აბა, ცზიან სიაოს ჰკითხეთ. ეს ჩინელი ქალი დოკუმენტურ ფილმს იღებს პაულზე, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზე მოიხვეჭა სახელი კოლბებზე მიხტომით.

“ვინ მოკლა პაული?” – ასე ერქმევა ფილმს. დიახ, ცზიან სიაომ განაცხადა, რომ პაული არა 26 ოქტომბერს, არამედ 9 ივლისს გარდაიცვალა. უფრო სწორად, მოკლეს. შვიდ ივლისს, მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთმა გერმანიას მოუგო, რაც რვაფეხამ იწინასწარმეტყველა კიდეც. ამან გერმანელ გულშემატკივართა ნაწილი გააბრაზა და მოკვლით ემუქრებოდნენ.

მაგრამ პაულმა ხომ ათ ივლისს, ფინალის წინა დღესაც გააკეთა პროგნოზი, ესპანეთი მოუგებს ჰოლანდიასო.

“ათ ივლისს პაულის ორეული გამოიყენეს. დარწმუნებული ვარ, რვაფეხა 9 ივლისს მოკლეს, ხოლო გერმანელები დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ყველას, თითქოს ცოცხალი ყოფილიყო. შევამჩნიე, როგორ ნერვიულობდნენ აკვარიუმის მუშები იმ მომენტში”, – ხაზგასმით ასკვნის ცზიან სიაო.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...