planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 დღეს დილით გაზეთ გურია ნიუსის ოფისში მისულ თანამშრომლებს ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. შენობის დაცვის სამსახურმა მომხდარის შესახებ გაზეთის თანამშრომლებისგან გაიგეს, პატრული კი ადგილზეგამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. რედაქციში მომხდარს გაზეთში ბოლო დროს გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებს უკავშირებენ, რომლებიც საჯარო მოხელეების მიერ უკანონოდ გაფორმებულ მიწებსა და აგარაკებს ეხება. გაზეთ გურია ნიუსის გამომცემელი ია მამალაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გაზეთის ჟურნალისტებმა ბახმაროს ზოლში უკანონოდ გაცემული მიწების შესახებ 480 საქმე ამოატივტივეს. მამალაძის თქმით, ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიწის ლეგალიზაციის კომისიის მიერ საჯარო პირებზე, მაღალჩინოსნებზე, პროკურატურის თანამშრომლებზე უკანონოდ იყო გაცემული მიწები. მამალაძის განცხადებით, ანალოგიული ფაქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა, რომლებზეც გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. გურია ნიუსის გამომცემელი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებისგან გაფრთხილებაც მიიღეს, რომ ამ საქმეებს არ ჩაეძიონ. ,, ხშირად არის შეხსენება, ვის რამდენი შვილი ჰყავს და რატომ არ ეშინია ორი შვილის დედას და სამი შვილის მამას, რომ ამგვარ საქმეებს ხელს კიდებს?’’ – ამბობს მამალაძე. გაზეთის რედაქციაში წუხანდელ ინციდენტს სწორედ ამ მასალებს უკავშირებენ. გურია ნიუსის ჟურნალისტები 27 ოქტომბრის ფაქტსაც იხსენებენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები სამუშაო საათებში ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მამალაძის თქმით, როდესაც ჟურნალისტებმა ამის დაფიქსირება დაიწყეს, პრესსამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მათზე მუქარა განხორციელდა. ის, რომ ოფისის დაცვამ ვერაფერი გაიგო და გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე ნახევარი საათით გვიან მივიდა, მამალაძის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავემაც იცის, რომ პოლიცია არ მოვა, დაცვის სამსახური დაწესებულებას არ დაიცავს და სახელმწიფო – ჟურნალისტს. ნახევარი საათით გვიან მისულმა პატრულის თანამშრომელებმა ჟურნალისტებს აუხსნეს, რომ მორიგე ოპერატორმა დროულად არ გადასცა მათ შეტყობინება, რის გამოც მას დასჯიან. გაზეთმა გურია ნიუსმა მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ გურიაში ჟურნალისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს საჯარო ინფორმაციის მასიური დაბლოკვა, მასზე დაწესებული გადასახადი, სხვადასხვა საჯარო პირების მხრიდან ზეწოლა და სიტყვიერი მუქარა. ,,გაზეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე, რომლებიც უმძიმეს პირობებში ახერხებენ მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული მასალების მიწოდებას, საფრთხეშია, საფრთხეშია მათი შვილების, ოჯახების წევრების სიცოცხლეც, რადგან დაუსჯელობისა და უფლებამოსილებების განუსაზღვრელი, უკონტროლო გადამეტების გამო, გურიაში საჯარო მოხელეები დღემდე კანონებს მიღმა დგანან!’’ – წერია გავრცელებულ განცხადებაში. გურია ნიუსის გამომცემელს არ აქვს იმედი, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან გამოძიებული იქნება. ,,აქამდე მომხდარ არც ერთ ფაქტზე (ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი პირების მუქარები, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ სიუჟეტი ტელეეთერშიც იხილა, არჩევნების დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფა...) გამოძიება არ ჩატარებულა, ხოლო პროკურატურიდან დღემდე სტანდარტულ პასუხებს ვიღებთ – უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები საჯარო მოხელეთა ამ ქმედებებში `დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ’’. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts