planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 დღეს, საღამოს ათ საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურორების მიერ წარმოდგენილი შუამავლობა და 2 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოზარ სუბარის ძმას და მასთან ერთად კიდევ 12 ბრალდებულს. საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზის პატარა შემინულ ოთახში 13 ბრალდებული იჯდა. ცამეტივეს ბრალი ერთი და იმავე მუხლის, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაუყენეს ბრალი. მუხლის დარღვევაში ედებათ. საქალაქო სასამართლოში სოზარ სუბარის ძმის და სხვა 12 პირის პროცესი ექვს საათზე იყო დანიშნული. საქალაქო სასამართლოს პირველ სართულზე სწორედ ამ დროიდან მოიყარა ხალხმა თავი..დარბაზი, სადაც 60 თავისუფალი ადგილი იყო, 80-მდე დამსწრემ შეავსო. უადგილობის გამო, პროცესზე მოსული დაკავებულების ახლობლების ნაწილი დარბაზს მიღმა დარჩა და დარბაზის კარზე დატანებული პატარა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს პროცესს. სოზარი სუბარი და სხვა პოლიტიკოსები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. პროცესი რვის წუთებზე დაიწყო. პირველი ერთი საათი პროკურორების, ნათია სონღულაშვილის და ავთო კოჭლამაზაშვილის შუამდგომლობას დაეთმო. მათ რიგ-რიგობით ჩაიკითხეს 13-ვეს საქმე და თითოეული მათგანის მიმართ მოსამართლესთან დააყენეს შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურორის მიერ წაყანებული ბრალი, ვახტანგ სუბელიანის მიმართ ასე იყო ჩამოყალიბებული: სუბელიანმა და ლეკიშვილმა (შპს ამოს შესყიდვების მენეჯერი) ჯგუფურად დაამზადეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და ამ სახით მოახდინეს ყალბი ფაქტურის სახით რეალურზე მცირე შემოსავლის ჩვენება.საქმეში, კონკრეტულად სუბელიანის მიმართ, რამდენიმე შემთხვევაა მოყვანილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი ბრალდება ეყრდნობა ჩვენებებს და სატელეფონო ჩანაწერებს. იმ ხუთ ფაქტს, რომელიც სუბელიანის საქმეშია წარმოდგენილი. კერძოდ, თემურ კურტანიძე, ინდ.მეწარმე ხარაგაულიდან, პროკურატურის თქმით, შეუთანხმდა სუბელიანს და ლეკიშვილს, რომ ანგარიშფაქტურაში 1 ლიტრი საწვავის ფასად დაეფიქსირებიან 1.78 თეთრი., 1 ლარის და 80 თეთრის ნაცვლად.ამავე საქმეშია კურტანიძესთან კიდევ ერთი შეთანხმება, დათარიღებული 11 ოქტომბრით, სადაც ლიტრი ბენზინის ფასის თეთრით შემცირებაზე საუბარი. ხარაგაულელელმა მეწარმემ შპს ამოსგან ამ დღეს იყიდა 7484 ლიტრი საწვავი. მესამე შემთხვევა თარიღდება ამა წლის 25 სექტემბრით. ამ დღეს ალექსანდრე ბექაურმა 9050 ლიტრი საწვავი შეიძინა შპს ამოსგან. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სუბელიანმა და ლეკიშვილმა მას ყალბი ანაგარიშ-ფაქტურა დაუმზადეს და მასში საწვავის ღირებულებად1.78 თეთრის ნაცვლად, 1.65 თეთრი ჩაწერეს. მეოთხე შემთხვევა უკავშირდება ილია ნინიკაშვილს, ინდ მეწარმეს გორიდან, რომელმაც 2010 წლის 12 ოქტომბერს იყიდა საწვავი ამოსგან, ხოლო ანგარიშფაქტურაში ლიტრი საწვავის ფასი, ბრალდების თქმით 5 თეთრით არის შემცირებული. მეხუთე შემთხვევა ცნობილია საზოგადოების ნაწილისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არისტაკ კუჩუკიანის ჩვენება და სატელეფონო ჩანაწერები, სუბელიანის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მათ შორის ეს ჩანაწერები მოხვდა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. არისტაკ კუჩუკიანის შემთვევაში, ბრალდება ამბობს, რომ ის შეხვდა 25 სექტემბერს სუბელიანს და მისგან შეიძინა საწვავი 4180 ლიტრის ოდენობით. პროკურორის თქმით, ანგარიშფაქტურაში ლიტრზე ფასის ცვლილება 4 თეთრია. ანუ 1.76-ის ნაცვლად, 1.72. კუჩუკიანი, ბექაური,ლეკიშვილი,ნინიკაშვილი და კურტანიძე სუბელიანთან ერთად არიან დაკავებული და უკვე დღეიდან 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პროცესზე, ირმა ჭკადუამ, ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა, რომელმაც გირაოთი განთავისუფლების შუამდგომლობა დააყენა მოსამართლე,ნატო ხუჯაძესთან საქმის მასალებიდან რამდენიმე დეტალი აღნიშნა. კერძოდ, დაკითხული კურტანიძის, ბექაურის და ნანიკაშვილის ჩვენებებში არსად არ ფიგურირებს სუბელიანის სახელი და გვარი. პირიქით, ჭკადუა ამბობს, რომ მათ დაკითხვის ოქმებში წერია, რომ ისინი არ იცნობდნენ სუბელიანს. ვაჟა ლეკიშვილი კი ამბობს, რომ სუბელიანს ინდმეწარმეებთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ის არც ანაგრიშ-ფაქტურებს ადგენდა. კუჩუკიანის საქმეზე, ლეკიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სუბელიანს კავშირი ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურასთან, ესეც იმიტომ,რომ ლეკიშვილმა იმ დღეს სამსახურში მისვლა დააგვიანა. ”არც ერთ კლიენტთან ვახოს არ ჰქონია ურთიერთობა. აქ არიან კლიენტები და მათთან მხოლოდ მე მქონდა პირდაპირი უერთიერთობა.ვახომ არ იცოდა რა ციფრებზე იყო ლაპარაკი და რას ნიშნავდა ეს სხვადასხვა ციფრები”,-განაცხადა ვაჟა ლეკიშვილმა პროცესზე, მას შემდეგ რაც სიტყვა მოითხოვა. ”საქმე ეხება 373 ლარს”,-ამბობს ირმა ჭკადუა, რომელმაც ბიუჯეტისთვის მიყენებული სავარაუდო ზარალი გამოითვალა, რაშიც ეჭვმიტანილია სუბელიანი. სისხლის სამართლის 210-ე მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 4-7 წლამდე და ასევ ჯარიმას. 13-ვე ადვოკატმა სხვადასხვა თანხა შესთავაზა გირაოს სახით მოსამართლე ხუჯაძეს. აქედან ცხრამ გირაოს სახით 5 ათასი, ერთმა შვიდი ათასი, ხოლო სამმა, მათ შორის ლეკიშვილმა და სუბელიანმა გირაოს სახით სასამართლოს 10 ათასი ლარი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც ჩამოთვლილი გვარების შემდეგ, მოსამართლე ხუჯაძემ განაჩენი გამოაცხადა, მას სიტყვის დასრულება დარბაზმა არ აცადა. 7-მა მანდატურმაც კი ვერ შეძლოა ხალხის გაჩუმება. ნაწილი დარბაზს ტოვებდა, ნაწილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, ნაწილი კი მინის იქით მყოფ ბრალდებულებს გამამხნეველ სიტყვებს უგზავნიდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts