Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი ავღანეთში ნატო-ს გადარჩენაზე ფასს ზრდის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif

 

კიმ სენგუპტა

 

რუსეთი ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ ნატო-ს უფრო მკაცრ პირობებს უყენებს. ის მოითხოვს, რომ ალიანსმა შეამციროს იმ ჯარების რიცხოვნობა, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს მის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ყოფილი ვარშავის შეთანხმების შემადგენლობაში შედიოდნენ

 

მოსკოვმა პრინციპული თანხმობა განაცხადა „რამდენიმე ათეული“ სამხედრო ვერტმფრენის მიწოდებასა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალთა მომზადებაზე. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები იმაზე მიმდინარეობს, რომ ნატო-მ ავღანეთში თავისი შეიარაღება და საბრძოლო მასალა რუსეთის ტერიტორიის გავლით გადაიტანოს. ეს პაკისტანის მარშრუტის  ალტერნატივა უნდა გახდეს, სადაც ნატო-ს ბადრაგებს თალიბები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს.

 

არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-ს სთხოვა თავი შეიკავოს „მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების“ განთავსებისგან იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში 1991 წლის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაწევრიანდნენ და განაცხადა, რომ მათი იქ ყოფნა ხელს არ უწყობს სანდო ურთიერთობების განმტკიცებას.

 

ამ ნაბიჯის შესახებ ცნობები ნატო-ს ლისაბონის ნოემბრის სამიტის წინ გაჩნდა, რომელსაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება და სადაც, როგორც მოსალოდნელია ავღანეთსა და ანტი-სარაკეტო თავდაცვით ფარზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევენ.

 

ნატო-ს შეიარაღებულ ძალთა რიცხოვნობის შეზღუდვა, სავარაუდოდ აღმოსავლეთ-ევროპის ახალი წევრი-ქვეყნების პროტესტს გამოიწვევს. რუსეთის არმია სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოსთან ორი წლის წინანდელი ომის დღიდან რჩება და ნატო ვერ ახერხებს პრეზიდენტ მედვედევის დარწმუნებას იმაში, რომ ამ რეგიონებიდან ჯარი გაიყვანოს.

 

რუსეთმა საქართველოდან არმიის გარკვეული ნაწილი გაიყვანა, ასევე განაცხადა რომ სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში დანაყოფებს არ განამტკიცებდა. ამავდროულად, ისინი მუდმივად ახერხებენ არ მოხდეს ისეთი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, როგორებიცაა ქართული კრიზისი და ნატო-სთან შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმება.

 

მოსკოვის ხმამაღალმა პროტესტმა უკვე აიძულა პრეზიდენტ ბარაკ ობამა უარი ეთქვა ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტების  პოლონეთსა და ჩეხეთში განთვსებაზე. ნატო დასთანხმდა რუსეთთან კონსულტაციების გამართვას ამ სისტემის შეცვლის საკითხზე. ამ ორიგანიზაციის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლისაბონის სამიტის დაწყებამდე მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

 

ურთიერთობების დათბობა ნაწილობრივ მაშინ შეირყა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ავღანეთში გამარჯვება „შეუძლებელია“.

 

ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, რომელმაც ავღანეთიდან ჯარი 1989 წელს გამოიყვანა, განაცხადა რომ აშშ-ს მეორე ვიეტნამი ემუქრება, თუკი ის ამ კონფლიქტის დასრულებაზე უარს იტყვის.

 

რუსეთი იმაზეც ჩივის, რომ ნატო არასაკმარისად რეაგირებს ავღანეთში ნარკოტიკების წარმოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ამავდროულად სერიოზულ შეშფოთებას გამოსთქვამს ცენტრალური აზიის გავლით ჰეროინით ვაჭრობაზე.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...